მაიას ორი შვილი ჰყავს. 2004 წელს, როდესაც საბერძნეთში სამუშაოდ გაემგზავრა მისი ცხრა და ათი წლის შვილები ბებია-ბაბუასთან დარჩნენ. მაია საქართველოდან საბერძნეთში სამუშაოდ ორი წლის ვადით წავიდა. მოგვიანებით კი ეს დრო თექვსმეტ წლამდე გახანგრძლივდა. დამ, რომელიც თავად საბერძნეთში მუშაობს, ხელი შეუწყო მაიას დასაქმებას. მაიამ იმუშავა საცხობში, კაფეში და ასუფთავბედა კერძო სახლებს. მისი შვილები ისე გაიზარდნენ, დაოჯახდნენ და საკუთარი შვილებიც შეეძინათ, რომ მაია ამ მნიშვნელოვან მოვლენებს მხოლოდ შორიდან ადევნებდა თვალს. ეს ყველაფერი მის ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებდა. გამოწვევების მიუხედავად, მიღებულმა გამოცდილებამ მაია გააძლიერა. ის ახერხებდა რომ სხვა ქართველ მიგრანტებსაც დახმარებოდა საკვებითა თუ თავშესაფრით. მაია განსაკუთრებით მადლიერია ბერძენი ხალხის, რომლებმაც მისი აზრით საკუთარი ოჯახის კარი გაუღეს და დაეხმარნენ რომ საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებზე შორიდან ეზრუნა. ახლა ძალიან ბედნიერია, რადგან მრავლაწლიანი განშორების შემდეგ შინ დაბრუნდა.

მაია სამშობლოში IOM-ის მხარდაჭერით ჩამოვიდა და მესაქონლეობა დაიწყო. მაია აღარ ფიქრობს საბერძნეთში სამუშაოდ გამგზავრებას. მისი ამჟამინდელი სურვილია შეძლებისდაგვარად მეტი დროს გაატაროს ოჯახის წევრებთან.

მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომ დასაქმების სექტორებში გაზრდილი უმუშევრობა მსოფლიოს მასშტაბით და გლობალური რეცესიით გამოწვეული შემცირებული შემოსავლები, ხშირად აიძულებს მიგრანტ მშობლებს ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იმუშაონ სარისკო გარემოში. ეს შეიძლება ასევე შეეხოს იმ მშობლებსაც, რომლებიც სამუშაოდ უცხო ქვეყნებში გაემგზავრნენ, მაგრამ შვილებს და ოჯახებს, რომლებიც სახლში ელოდებიან, ფულს ვეღარ უგზავნიან, რის გამოც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება უწევთ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში IOM ათასობით მიგრანტს ეხმარება, რომლებიც გადაადგილების აკრძალვის გამო ვერ მუშაობენ ან სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.
 

ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი