მარო პროფესიით ბუღალტერია, მაგრამ ამ სფეროში არასოდეს უმუშავია. მან ორი ქალიშვილი გაზარდა, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ - ერთი საბერძნეთში, მეორე - იტალიაში.

2010 წელს მარო საბერძნეთში ერთ-ერთი ქალიშვილის მოსანახულებლად წავიდა. უნდოდა შვილიშვილები ენახა და მოესინჯა, შეძლებდა თუ არა სურვილის შემთხვევაში ათენში მუშაობას. შედეგად ისე მოხდა, რომ მარომ საბერძნეთში 10 წელი გაატარა. ქმრის გარეშე ამდენი წლის მანძილზე ყოფნა უჭირდა, მაგრამ შეეჩვია. ისწავლა ბერძნული და მოხუცი ქალის მომვლელად დაიწყო მუშაობა. ათი წლის მანძილზე მარომ 3 ოჯახში იმუშავა და ყველასთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. როდესაც მაროს მეორე ქალიშვილმა, რომელიც მამასთან, მაროს ქმართან - გივისთან და თავის შვილებთან ერთად საქართველოში ცხოვრობა, სამუშაოდ იტალიაში წასვლა გადაწყვიტა, მარო IOM-ის დახმარებით სამშობლოში ქმართან და შვილიშვილებთან დაბრუნდა. IOM-ის პროგრამის ფარგლებში მარომ მესაქონლეობა წამოიწყო, ამზადებს მაწონს ოჯახისთვის. მარო და გივი ძროხებს და რამდენიმე სათბურს უვლიან, სადაც ბულგარული წიწაკა მოჰყავთ. საბედნიეროდ, ოჯახის საქმიანობაზე COVID-19-მა ნაკლებად იმოქმედა, რადგან ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ და პროდუქტსაც ადგილობრივად ყიდიან. ოჯახი ბიზნესის გაფართოებას და ვარდების გაშენებას გეგმავს.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ დააწესა მგზავრობის / გადაადგილების აკრძალვა COVID-19-ის შესაჩერებლად. ისეთ ზომებს, როგორიც არის საზღვრების ჩაკეტვა, კომენდანტის საათი და შიდა გადაადგილების აკრძალვა, ფართო გავლენა აქვს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში / წარმოშობის ქვეყნებში ან ვერ აღწევენ დანიშნულების ადგილამდე. COVID-19-ის პერიოდში ბევრი მიგრანტი მუშაკი ვერ ახერხებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სახლში დაბრუნებას, ან რჩებიან საკუთარ ქვეყნებში / დასაქმების სფეროებში სამუშაოს გარეშე.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში IOM ეხმარება ათასობით მიგრანტს, რომლებიც გადაადგილების აკრძალვის გამო ვერ მუშაობენ ან სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.
 

ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი