-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
მუსტაფას ოცნებაა გახდეს წარმატებული სტომატოლოგი და იმუშაოს აშშ-ში. მან სასწავლებლად საქართველო აირჩია რადგანაც იცოდა, რომ აქ უნივერსიტეტში ხარისხიანი სწავლება და მისაღბი სწავლის გადასახადი იქნებოდა. მუსტაფამ ერაყი 2015 წელს დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ამჟამად იგი საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.
თბილისში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ მუსტაფა მიხვდა, რომ თუ ნამდვილად უნდოდა ადგილობრივ საზოგადებაში ინტეგრირება ქართული უნდა ესწავლა. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ის მონდომებული და მიზანდასახული იყო და მისი თქმის ეს ამად ღირდა. მუსტაფამ ახალი მეგობრები გაიჩინა - მან აღმოაჩინა, რომ მათთან ქართულად საუბრის მცელობას ადგილობრივები ძალიან აფასებდნენ.
მისი ცხოვრებაც უფრო დინამიური გახდა. ქართულის საბაზისო ცოდნამ მუსტაფას შესაძლებლობა მისცა უფრო მრავალფეროვანი გამოცდილებები დაეგროვებინა ვიდრე იმ უცხოელ სტუდენტებს, ვისაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ნაკლდებად აქვს ურთიერთობა.
მუსტაფას სასწავლო ცხრილი საკმაოდ გადატვირთულია. COVID-19-ის პერიოდი მან საკუთარ თავზე მუშაობისთვის, დისციპლინისთვის და ინტენსიური სწავლისთვის გამოიყენა. მუსტაფა კარგად ინფორმირებულია პანდემიის პერიოდში უსაფრთხოდ ყოფნის წესებზე და ცდილობს დაიცვას ისინი. ის ასევე ცდილობს სისტემატიურად გაეცნოს განახლებულ ინფორმაციას არსებულ შეზღუდვებზე. მეგობრებისგან შორს ყოფნა კი მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გამოდგა. მეგობრებთან ურთიერთობის სიამოვნების და სპორტული აქტივობების გარეშე ყოფნა მისთვის უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა.
სწავლის დასრულების და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ის ამერიკაში წასვლას და კარიერის იქ გაგრძელებას გეგმავს.
მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე.
მგზავრობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზღვრების ჩაკეტვამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ათასობით მიგრანტზე, შრომით მიგრანტებზე და საერთაშორისო სტუდენტებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩნენ, დახმარებას საჭიროებენ და ხშირად გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფებიან.
COVID-19-ის პანდემიამ შეძრა საერთაშორისო ვაჭრობა და მოგზაურობა. ეს მხოლოდ მიგრანტ მუშაკებს კი არა, ტურისტებს, ბიზნესში ჩართულ პირებს, სტუდენტებს, ქვეყნებს შორის ვაჭრობას, თავისუფალ გადაადგილებას და რეგიონული ინტეგრაციის რეჟიმებსაც შეეხო. საზღვრების ჩაკეტვას ფართო გავლენა აქვს, რაც მოიცავს გავლენას მიგრაციის დინამიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. სადაც და როცა აღდგება მოგზაურობა და მობილობა, წარმოშობის, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყნები დააწესებენ ჯანმრთლობასთან დაკავშირებულ დამატებით მოთხოვნებს, რაც მიგრანტების ბევრად უფრო დიდ და მრავალფეროვან ჯგუფზე გავრცელდება, ვიდრე ეს COVID-19-ის პანდემიამდე იყო.
ზოგადად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრანტთა სოციალურ ინკლუზიას და ჩართულობას, შიშებისა და სირთულეების გადალახვისთვის ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.
პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამდე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი
ინტერვიუს ავტორი - NGO მიგრაციის ცენტრი