-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ნიტიშმა ცხოვრების პირველი 21 წელი გაატარა ინდოეთში, დელიში. ამის შემდეგ, მან გაითვალისწინა მეგობრების რჩევა და გადაწყვიტა ჩამოსულიყო საქართველოში - მედიცინის სფეროში მიეღო განათლება და მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი მოენახულებინა. ნიტიში საქართველოში 2018 წლის მარტში ჩამოვიდა. იგი კომფორტულად გრძნობს თავს თბილისში, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. დასაწყისში ძალიან გაუჭირდა თავის დამკვიდრება და გარკვეული დრო დასჭირდა ახალ გარემოსთან და კულტურასთან შესაჩვევად. თუმცა მან მალევე შეძლო ენის შესწავლა და ბევრი მეგობარი შეიძინა, მათ შორის ქართველებიც.
ნიტიში დროისა და ენერგიის დიდ ნაწილს სწავლას უთმობს. მისი აზრით, მან სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა და მედიცინის შესწავლა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ნიტიში მაინც ახერხებს გამონახოს დრო და მოინახულოს საქართველოს ბევრი ლამაზი ადგილი.
COVID-19 გავრცელების პირობებში და დადგენილი აკრძალვების დროს, ნიტიშს ყველაზე მეტად ენატრება ჩვეულებრივი სალექციო გარემო, ლექტორებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე. ახლა, როდესაც საქართველოში გარკვეული შეზღუდვები უკვე მოიხსნა, ნიტიში ისევ თავისი ცხოვრების ძველ რითმს უბრუნდება - სეირნობს და მეგობრებთან, ვიპინთან და იაშთან ერთად ფრენბურთს თამაშობს.
ვიპინისთვის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ცხოვრება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მას წარმოედგინა. მისი ყოველდღიური ცხოვრების დინამიკა რადიკალურად შეიცვალა, რადგან აღარც ლექციები უტარდება ჩვეულ რეჟიმში, არც წვეულებები ეწყობა და ვერც მოგზაურობას ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიპინმა ინდოეთის საელჩოდან დახმარება მიიღო და COVID-19-ის პერიოდში თავს დაცულად გრძნობს, მას იმედი აქვს, რომ ცხოვრება მალე ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდება.
ნიტიში და ვიპინი ბევრ დროს საერთო მეგობართან იაშთან ერთად ატარებენ. იაშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია. მას უყვარს საქართველო, განსაკუთრებით, ბათუმი, მესტია და რაბათი. აღნიშნული ადგილები მან COVID-19-ის გავრცელდებამდე მოინახულა. იაში ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს თბილისში, თუმცა, ამავდროულად, ენატრება თავისი სახლი ინდოეთში და თავისივე ლამაზი სოფელი - კონდა. იაში ძალიან მოწესრიგებულია - ის დღეს იწყებს დილის 5 საათზე, კარგად სწავლობს და თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად დაკავებულია სპორტით.
ნიტიში, ვიპინი და იაში მოუთმენლად ელიან COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას. ნიტიშის აზრით, ის COVID-19-ს კარგად გაუმკლავდა, იყო მუდმივად ინფორმირებული და იცავდა ყველა რეკომენდაციას. ნიტიშისთვის ძნელია უყუროს მსოფლიოში არსებულ სიტუაციას და ადამიანებს, რომლებიც ვირუსის გამო, რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მისთვის კიდევ უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ახლა არ შეუძლია თავის სამშობლოში დაბრუნება და ოჯახის წევრების მონახულება. ვიპინი წუხს, იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-19-ის გავრცელების გამო გამოწვეულმა მღელვარებამ და შეზღუდვებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის ფსიქიკურ მდგომარეობასა და გარშემომყოფთა კეთილდღეობაზე. ვირუსის გავრცელების დასრულდებისა და შეზღუდვების მოიხსნისთანავე, ვიპინი გეგმავს ინდოეთში გამგზავრებასა და თავისი ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების მონახულებას. რაც შეეხება იაშს, პანდემიის შემდეგ ის გეგმავს საქართველოში მოგზაურობას და იმედი აქვს, რომ ბევრ ქართველ მეგობარსაც შეიძენს.
COVID-19-ის გავრცელების პერიოდში ნიტიშმა, ვიპინმა და იაშმა მიიღეს დახმარება როგორც საქართველოს მთავრობისგან, ისე ინდოეთის საელჩოსგან. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდები მათ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებაში ეხმარებათ. სრუდენტებს, სამშობლოში დაბრუნების საშუალებაც ჰქონდათ. ინდოეთის საელჩომ კი საქართველოში მყოფი ყველა ინდოელი სტუდენტი ვირუსთან გასამკლავებლად საჭირო ყველა საშუალებით - ნიღბებით, სადეზინფექციო საშუალებით - უზრუნველყო.
კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, ნიტიშმა და მისმა მეგობრებმა დახმარება მიიღეს, როგორც საქართველოს მთავრობისგან, ისე ინდოეთის საელჩოსგან. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი რამდენიმე საიტი, ეხმარებოდათ მათ სრული ინფორმაციის მიღებაში. ასევე ინდოელ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალური რეისით დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამშობლოში. ინდოეთის საელჩომ ასევე, საქართველოში მყოფ ინდოელ სტუდენტებს გადასცა პირბადეები, ხელთათმანები და ვირუსისგან თავდაცვის სხვა საშუალებები.
კორონავირუსის პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისია. საფრთხე არც ადამიანებში და არც მიგრანტებში, არამედ თვითონ ვირუსშია. პანდემიას საზღვრები არ აქვს, ის თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, ეროვნების, ეთიკურობის, რელიგიის თუ რაიმე სხვა სტატუსის მიუხედავად.
მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე.
მიგრანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და უმეტესად წარმოდგენილნი არიან ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება, ვაჭრობა და კიდევ ბევრ სხვა სექტორში, რომელიც განსაკუთრებით დააზარალა პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. ამავდროულად COVID-19 თან ბრძოლაში მიგრანტები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ძალას ექიმების, ექთნების, მომვლელების და სხვა სახის დამხმარე პერსონალის სახით. საქტორები, სადაც მიგრანტები წარმოადგენენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაო ძალას, განიცდიან დიდ პრობლემებს წარმოებაში. მაგალითად ხეხილის დაკრეფა ვერ ესწრება და ლპება, რაც ზრდის კვების პროდუქტების წარმოების კრიზისის რისკებს გლობალურ დონეზე.
ზოგადად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრანტთა სოციალურ ინკლუზიას და ჩართულობას, შიშებისა და სირთულეების გადალახვისთვის ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.
პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამდე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ფოტოების ავტორი -ერიკ გურლანი
ინტერვიუს ავტორი - NGO მწვანე კავკასია