-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
რუსლანმა მთელი ცხოვრება აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სოფელ მატანში გაატარა. იქ ის 2 ვაჟთან ერთად ცხოვრობს, რომელთა ასაკი 23 და 22 წელია. რუსლანი მისი საქმის პროფესიონალია. მას შეუძლია აშენება, კედლების გალესვა, ფილების დაგება. ახალგაზრდობაში, საზღვარგარეთ უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად, ბევრს მოგზაურობდა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსეთში, უკარაინასა და ყაზახეთში. საქართველოში მშენებლობის სფეროში 10 წლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, სხვა ქვეყანაში კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. ამჯერად მან საბერძნეთი აირჩია, სადაც რამდენიმე ნაცნობი ეგულებოდა, რომელთა იმედად ყოფნას შეძლებდა. სამწუხაროდ, მუშაობის ნებართვისა და ენის ცოდნის გარეშე კარგად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.
რუსლანმა წელიწადნახევარი იმუშავა საბერძნეთში სამუშაო ნებართვის გარეშე. შესრულებულ სამუშაოში დღიურად 40 ევროს უხდიდნენ, თუმცა რეალური ღირებულება 100-150 ევროს შეადგენდა. იყო შემთხვევები, როდესაც საერთოდ ანაზღაურების გარეშე დატოვეს. მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისა და ენის ბარიერის გამო, რუსლანს ძალიან ცოტა დადებითი მოგონება დარჩა იმ პერიოდის გასახსენებლად.
2020 წლის მარტში რუსლანმა ოჯახთან დაბრუნება გადაწყვიტა. სამშობლოს მონატრებასთან ერთად, ის სხვა ქვეყანაში უცხოდ ყოფნამ დაღალა. რუსლანის გამომგზავრება COVID-19-ის გავრცელებას დაემთხვა და თოთხმეტი დღის გატარება თვითიზოლაციაში მოუწია. მასთან ყოველდღე მიდიოდნენ ადგილობრივი პოლიციელი და ექთანი და ამოწმებდნენ ხომ არ არღვევდა იზოლაციის წესებს. IOM-ის დახმარებით მან მესაქონლების ბიზნესი წამოიწყო, რომლის გაფართოებასაც ახლა ცდილობს.
COVID-19-მა ბევრი მიგრანტის ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა - საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს ბევრმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური ქვეყანაში დაბრუნებამდე ან დაბრუნების შემდეგ.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ დააწესა მგზავრობის / გადაადგილების აკრძალვა COVID-19-ის შესაჩერებლად. ისეთ ზომებს, როგორიც არის საზღვრების ჩაკეტვა, კომენდანტის საათი და შიდა გადაადგილების აკრძალვა, ფართო გავლენა აქვს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში / წარმოშობის ქვეყნებში ან ვერ აღწევენ დანიშნულების ადგილამდე. პანდემიამ თავშესაფრის მაძიებლებზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა, რადგან ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის თავშესაფრის მაძიებლების მიღება.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში IOM ეხმარება ათასობით მიგრანტს, რომლებიც გადაადგილების აკრძალვის გამო ვერ მუშაობენ ან სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.
ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი