-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
48 წლის სოჰეილი ირანიდან საქართველოში სამი წლის წინ, ერთ-ერთი ქართული კომპანიის მოწვევით ჩამოვიდა. კომპანია ირანიდან მინის ნაწარმის იმპორტით არის დაკავებული და სოჰეილი, ბიზნესკონსულტანტის სტატუსით, მას ირანელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში ეხმარება.
კოვიდ-19-ის პანდემიამ კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რადგან საზღვრები ჩაიკეტა და ირანიდან საქართველოში ყველა სახის საქონლის იმპორტი შეწყდა, გარდა საკვები პროდუქტებისა. სოჰეილი ამბობს, რომ გარკვეული დანაზოგის წყალობით, მან საყოველთაო კარანტინის შედარებით უმტკივნეულოდ გატარება შეძლო, თუმცა, მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ ბევრ ირანელს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა.
სოჰეილი ჰყვება, რომ საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ირანელი დარჩა შემოსავლის გარეშე, თუმცა, შეზღუდვების გამო, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ირანიდან ფულადი გზავნილები მიიღონ. განსაკუთრებით გაუჭირდათ სტუდენტებს, რადგან ისინი მშობლების ფინანსურ მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებულნი. სოჰეილი ამბობს, რომ, ამ პრობლემების ფონზე, საქართველოში მცოვრებ ირანის მოქალაქეებს პრაქტიკულად არ შუეძლიათ ადგილობრივ ბანკში სესხის აღება, ანგარიშის გახსნა კი მხოლოდ ლარში არის შესაძლებელი.
სოჰეილი ირანის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის პრობლემაზეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ამ ნებართვის მოპოვება ძალზე რთულია, რის გამოც საქართველოში ბიზნესის დაწყების მსურველ ირანელებს თავიანთი საქმიანობის გრძელვადიანად დაგეგმვა უძნელდებათ.
სოჰეილი ამბობს, რომ ის ირანელები, რომლებსაც ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრეს, ზოგიერთ შემთხვევაში, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობენ. ასეთი გზით ისინი იქმნიან შესაძლებლობას, რომ საქართველოში კანონიერად კიდევ ორი-სამი წლის განმავლობაში დარჩნენ და თავიანთ ბიზნესს მიხედონ.
სირთულეების მიუხედავად, სოჰელი ამბობს, რომ ირანელი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავაც დიდია. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ის საკმარისად ახლოსაა ირანთან, რათა საჭიროების შემთხვევაში, ირანის მოქალაქეებმა სამშობლოში ჩასვლა სწრაფად შეძლონ.
თავად სოჰეილი მეტწილად საქართველოშია. შარშან სულ ათი დღით იყო ჩასული ირანში მშობლებისა და ნათესავების მოსანახულებლად. მისი მეუღლეც საქართველოში ხშირად და ხანგრძლივი ვადით ჩამოდის. კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებამდე მან საქართველოში ოთხი თვე დაჰყო და ირანში დაბრუნება საზღვრების ჩაკეტვამდე მოასწრო.
სოჰეილი ამბობს, რომ, როგორც ირანელი, ზოგჯერ ნეგატიურ დამოკიდებულებას გრძნობს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ, კულტურული თვალსაზრისით, საქართველოს ირანთან ბევრი მსგავსება აკავშირებს. მას განსაკუთრებით მოსწონს, რომ საქართველოში შენარჩუნებულია ტრადიციული ფასეულობები, ურთიერთობები ოჯახში.
კორონავირუსის პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისია. საფრთხე არც ადამიანებში და არც მიგრანტებში, არამედ თვითონ ვირუსშია. პანდემიას საზღვრები არ აქვს, ის თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, ეროვნების, ეთიკურობის, რელიგიის თუ რაიმე სხვა სტატუსის მიუხედავად.
მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე.
მიგრანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და უმეტესად წარმოდგენილნი არიან ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება, ვაჭრობა და კიდევ ბევრ სხვა სექტორში, რომელიც განსაკუთრებით დააზარალა პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. ამავდროულად COVID-19 თან ბრძოლაში მიგრანტები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ძალას ექიმების, ექთნების, მომვლელების და სხვა სახის დამხმარე პერსონალის სახით. საქტორები, სადაც მიგრანტები წარმოადგენენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაო ძალას, განიცდიან დიდ პრობლემებს წარმოებაში. მაგალითად ხეხილის დაკრეფა ვერ ესწრება და ლპება, რაც ზრდის კვების პროდუქტების წარმოების კრიზისის რისკებს გლობალურ დონეზე.
ზოგადად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრანტთა სოციალურ ინკლუზიას და ჩართულობას, შიშებისა და სირთულეების გადალახვისთვის ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.
პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამდე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ფოტოების ავტორი - ერიკ გურლანი
ინტერვიუს ავტორი - NGO უფლებები საქართველო