-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ზიადის ოჯახმა დიდი ხნის წინ დატოვა ერაყი და დუბაიში უკეთესი მომავლის იმედით გადავიდა. 2016 წელს ზიადმა კარგად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარ ოჯახს დროებით დაემშვიდობა და საქართველოს უნივერსიტეტში სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა. ბევრი ერაყელი ახალგაზრდა განათლების მისაღებად საქართველოს უნივერსიტეტს ირჩევს, რაც დამატებითი მოტივაცია იყო ზიადისთვის.
მას შემდეგ რაც ზიადმა გაიაზრა, რომ მისი ცხოვრება თბილისში ბევრად მარტივი და საინტერესო გახდებოდა თუ ადგილობრივებთან კონტაქტს მოახერხებდა და ქართული ენის შესწავლა გადაწყვიტა. ზიადს ბევრი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ერაყელები და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. მის მეგობრებს შორის ქართველებიც არიან.
საკმაოდ დაძაბული სასწავლო გრაფიკის პარალელურად ზიადი ახერხებს დრო მეგობრებთან გაატაროს. სწორედ ამიტომ, COVID-19-ით გამოწვეული სოციალური შეზღუდვების საკითხი მისთვის განსაკუთრებულად მტკივნებული აღმოჩნდა. ზიადმა გადაწყვიტა სწავლაზე კონცენტრირება. სწავლის დასრულების შემდეგ ის დუბაიში, საკუთარ ოჯახთან დაბრუნებას და კარიერის იქ გაგრძელებას გეგმავს.
კორონავირუსის პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისია. საფრთხე არც ადამიანებში და არც მიგრანტებში, არამედ თვითონ ვირუსშია. პანდემიას საზღვრები არ აქვს, ის თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, ეროვნების, ეთიკურობის, რელიგიისა თუ რაიმე სხვა სტატუსის მიუხედავად.
მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე.
მგზავრობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზღვრების ჩაკეტვამ პირდაპირი გავლენა იქონია ათასობით მიგრანტზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩნენ, დახმარებას საჭიროებენ და ხშირად გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფებიან.
COVID-19-ის პანდემიამ შეძრა საერთაშორისო ვაჭრობა და მოგზაურობა. ეს მხოლოდ მიგრანტ მუშაკებს კი არა, ტურისტებს, ბიზნესში ჩართულ პირებს, სტუდენტებს, ქვეყნებს შორის ვაჭრობას, თავისუფალ გადაადგილებას და რეგიონული ინტეგრაციის რეჟიმებსაც შეეხო. საზღვრების ჩაკეტვას ფართო გავლენა აქვს, რაც მოიცავს გავლენას მიგრაციის დინამიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრანტთა სოციალურ ჩართულობას, შიშებისა და სირთულეების გადალახვისთვის ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.
პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ფოტო: ერიკ გურლანი