-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ბენჯამინი საქართველოში 9 წლის წინ, 18 წლის ასაკში ჩამოვიდა. საქართველოში ყოფნის პირველი ექვსი წლის განმავლობაში ის თბილისში, ლანჩხუთში, ხონსა და მარტვილში ცხოვრობდა, სადაც ადგილობრივ კლუბებში თამაშობდა. შემდეგ კი კარიერა ლატვიაში, საფეხბურთო კლუბ „ლიეპაიაში“ გააგრძელა. ბენჯამინი საქართველოში 2018 წელს დაბრუნდა და ხელშეკრულება ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა.
ბენჯამინი ფიქრობს, რომ საქართველო 2012 წელს ნაკლებად განვითარებული ქვეყანა იყო და ადგილობრივები უცხოელებთან ბევრ საერთოს ვერ პოულობდნენ. ამასთან, ბენჯამინს ენის ბარიერიც ჰქონდა, რის გამოც თანაგუნდელებთან კომუნიკაცია უჭირდა, რამაც მისი კარიერული წინსვლაც შეაფერხა. ქართული ენის შესწავლის პარალელურად, ბენჯამინმა ადგილობრივ ცხოვრების სტილსაც აუღო ალღო და დღესდღეობით ბათუმს საკუთარ სახლად მიიჩნევს. ბათუმში ადგილობრივებს ფეხბურთი ძალიან უყვართ და ბენჯამინს გულშემატკივრები ქუჩაში ფოტოს გადასაღებად ხშირად აჩერებენ, რასაც ის ყოველთვის სიამოვნებით თანხმდება.
„ბათუმი ყველაზე კომფორტული ქალაქია, სადაც ოდესმე მიცხოვრია. შესაძლოა, აქ ცხოვრება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის რთული იყოს, რადგან ადგილობრივების უმრავლესობა ინგლისურად ვერ საუბრობს, მაგრამ ბავშვებს რომ შეხედავ, მიხვდები - ამ ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს.“ - ამბობს ბენჯამინი. ბენჯამინი თავისუფალ დროს თანაგუნდელებთან და სხვა ქართველ მეგობრებთან ერთად ატარებს - მას მეგობრებთან ერთად სადილი, ვიდეო თამაშების თამაში და მუზეუმის დათვალიერება უყვარს. ბენჯამინი ხელოვნებითაა გატაცებული და ამავდროულად მარკეტინგსა და ბიზნეს მენეჯმენტს სწავლობს, თუმცა იმედოვნებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც საფეხბურთო ინდუსტრიაში იმუშავებს.
ბავშვობაში ბენჯამინი რონალდინიოსა და იაია ტურეს თამაშით იყო შთაგონებული და მათ მსგავსად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ტიტულების მოგება სურდა. ბათუმის „დინამო“ ახლახან საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა და მომავალ ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ბენჯამინს სჯერა, რომ „დინამოს“ წარმატების შანსები აქვს და ჩემპიონთა ლიგისა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ოპტიმისტურად უყურებს, რადგან ქალაქი, გულშემატკივრები და კლუბი მოთამაშეებს წარმატების მისაღწევად იდეალურ ატმოსფეროს უქმნიან.
ფოტო: ერიკ გურლანი