-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
„ემიგრაციაში წასვლა აღარ მიფიქრია, რადგან ახლა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ,“ - ჯუმბერ ლომთაძე
ჯუმბერ ლომთაძემ ემიგრაციაში წასვლა 2017 წელს გადაწყვიტა, რადგან მისი ოჯახის წევრები, მშობლები და დები საბერძნეთში ცხოვრობდნენ და თავადაც, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით, ათენს მიაშურა. თუმცა უცხო ქვეყანაში დამკვიდრება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა, თითქმის 1 წლის მანძილზე სამსახური ვერ იშოვა, შესაბამისად მისი ფინანსური მდგომარეობაც ყოველდღიურად უარესდებოდა. 1 წლიანი უმუშევრობის შემდგომ, სამსახური ავეჯის საამქროში დაიწყო, სადაც საბოლოო ჯამშო 2 წელზე მეტი გაატარა და ახალ პროფესიასაც დაეუფლა. კოვიდ-19-ის ანდემიის პერიოდში, 2021 წელს, ჯუმბერმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, საქართელოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) „ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამის“ დახმარებით დაბრუნდა და პირველ ეტაპზე რეინტეგრაციის პროცესიც ამავე პროგრამით გაწეული ფინანსური დახმარებით დაიწყო.
საქართველოში ჩამოსულმა მიგრანტმა, საბერძნეშთი ნასწავლი ხელობა, პროფესიად აქცია, „ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში მიღებული 1,500 ევროთი პირველადი აუცილებელი იარაღები შეიძინა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში, საკუთარ სახლში, ავეჯის დამზადება დაიწყო.
საქმიანობა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა შესაბამისი ხელსაწყოებისა და დანადგარების სიმცირის გამო, დიდი შეკვეთების მიღება უჭირდა. სწორედ ამ პერიოდში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის მიერ შექმნილ საინფორმაციო-საკონცულტაციო ცენტრში, „სერვის ჰაბში“ მიიღო ინფორმაცია IOM-ის, „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“ პროექტის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის შესახებ, რომელშიც მონაწილეობის სურვილი გაუჩნდა.
„ძალიან დავინტერესდი IOM-ის საგრანტო პროგრამით და ჩემივე თანასოფლელ, ტარიელ მუმლაძესთან პარტნიორობით პროექტი მოვამზადე. გავიმარჯვე და IOM-ის დახმარებით წარმოების გაზრდისათვის საჭირო დანადგარები შევიძინე. ახლა ჩემს მცირე საწარმოში 2 ადამიანი მყავს დასაქმებული, შეკვეთებიც ბევი გვაქვს, რაც ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახა. ემიგრაციაში წასვლა აღარ მიფიქრია, რადგან ახლა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ,“ თქვა ჯუმბერ ლომთაძემ.
ჯუმბერს და ტარიელს საკუთარი ბიზნეს-იდეის წარმატებით განსახორციელებლად და სახელოსნოს გასაფართოვებლად პირველ ეტაპზე IOM-ის მიერ ინიცირებული ბიზნესის მართვის ტრენინგები ჩაუტარდათ, შემდგომ კი 15,440 ლარის ღირებულების ავეჯის დასამზადებელი ელექტრი ხელსაწყო და დანადგარი გადაეცათ, რომლის მეშვეობითაც წარმოების გაზრდა და საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელება შეძლეს.
საგულისხმოა რომ ავეჯის საწარმო შ.პ.ს. „დიდველა 2022“ ერთადერთია ბაღდათის მუნიციპალიტეტში და როგორც ადგილობრივი თემისთვის, ასევე რეგიონისათვის მნიშვნელოვანი ობიექტია, რადგან საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიღება დროულად და ხარისხიანად ხდება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), 2002-2023 წლებში, ახორციელებდა პროექტს „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“, რომელიც დაფინანსებული იყო მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.
ფოტო: IOM საქართველო