-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
„არსად ვარ ისეთი ბედნიერი და არსად მიხარია ისე, როგორც საქართველოში. ვერაფერი შემიცვლის სამშობლოს,“ - ნანა, 39 წლის.
ნანას და მის მეუღლეს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონადთ საქართველოში, თუმცა 2016 წელს ოჯახის საერთო საჭიროებისთვის ვალები დაედოთ და მათი დაფარვისა და ცხოვრების ნორმალური პირობები შექმნის ერთადერთ გამოსავლად საზღვარგარეთ წასვლა დარჩა. ნანა და მისი მეუღლე პირველ ეტაპზე ისრაელში გაემგზავრნენ. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში შეძლეს და მუშაობის უფლება მოიპოვეს, იქ მხოლოდ ორი წელი დაჰყვეს და საქართველოში დაბრუნდნენ. დაბრუნების უმთავრესი ფაქტორი მათი მცირეწლოვანი შვილი და სამშობლოს ნოსტალგია იყო. როგორც ნანა ამბობს, ისრაელში ყოფნისას ჰობი, რაც პერმანენტული მაკიაჟის პროფესიულად დაუფლებას გულისხმობდა, რეალობად აქცია, კურსები გაიარა და საქართველოში უკვე ახალი პროფესიით დაბრუნდა.
სამშობლოში დაბრუნებულს კვლავ გაუჭირდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება და 2019 წელს, უკვე ოჯახთან ერთად, საბერძნეთს მიაშურა იქ დამკვიდრების, მოქალაქეობის მიღების მიზნით. თუმცა მოლოდინი რეალურ სიტუაციას არც აქ დაემთხვა. ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ნანამაც და მისმა მეუღლემაც მუშაობის უფლება მოიპოვეს, მუშაობაც დაიწყეს, მაგრამ კოვიდ-19-ის პანდემია უდიდეს დამაბრკოლებლად იქცა. ნანას მეუღლემ სამსახური დაკარგა, საზღვარგარეთ ცხოვრება შეზღუდული ფინანსების პირობებში უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა და ოჯახმა საბოლოოდ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება; თუმცა პრობლემად კვლავინდებურად ფინანსების ნაკლებობა და მძიმე ეპიდსიტუაცია რჩებოდა. სოწრედ ამ დროს შეიტყო ნანამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) „ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამის“ შესახებ, რომლის დახმარებითაც 2020 წლის დეკემბერში საქართველოში დაბრუნდა და შემდგომი რეინტეგრაციაც შეძლო, დაწერა პროექტი და ახლა თბილისში სკოლა-სტუდია „ნანლაინ ბიუთი“-ს ფლობს, სადაც მომხმარებელს მრავალფეროვან ესთეტიკურ მომსახურებას სთავაზობს.
„IOM-ის დახმარებით გავხსენი ჩემი სკოლა-სტუდია და თანამედროვე ინვენტარი შევიძინე, რამაც ძალიან გამიადვილა ჩემს ქვეყანაში რეინტეგრაციის პროცესი და ახლა თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული ბიზნესი მაქვს, ვემსახურები სილამაზეს და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ ამ საქმით დაინტერესებულ ადამიანებს,“ ამბობს ნანა, რომელიც უკვე ერთი წელია წარმატებით თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორც სერვისის მიმწოდებელი და საკუთარ სკოლა-სტუდიაში IOM-ის „ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამის“ რამდენიმე ბენეფიციარიც გადაამზადა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) - გაეროს მიგრაციის სააგენტო - წარმოადგენს წამყვან, მთავრობათშორის ორგანიზაციას მიგრაციის სფეროში და მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო, მთავრობათშორის და არასამთავრობო პარტნიორებთან. „ნებაყოფლობითი დაბრნებისა და რეინტეგრაციის პროგრამის“ (AVRR) ფარგლებში IOM მიზნად ისახავს იმ მიგრანების მოწესრიგებული, ჰუმანური და ეკონომიკური დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობას, რომელთაც არ შეუძლიათ ან არ სურთ დანიშნულების ქვეყანაში ცხოვრება და გეგმავენ სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებას.
ფოტო: IOM საქართველო