„მოხარული ვარ, რომ IOM-ის დახმარებით მომეცა საშუალება გარზდილ მოთხოვნებს ვუპასუხო და მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქცია უპრობლემოდ და დროულად დავამზადო,“ - ნონა ბერიძე.

ნონა ბერიძე, 2011 – 2020 წლებში, დასაქმების მიზნით პერიოდულად საზღვარგარეთ, კერძოდ კი ერაყში იმყოფებოდა. კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების შემდგომ, 2020 წლიდან, ნონა საქართველოში დაბრუნდა, ქვეყანა აღარ დაუტოვებია და მცირე ბიზნესიც წამოიწყო - საკუთარ სახლში, სოფელ ჩხაკაურაში, გურიაში მცირე სამკერვალო გახსნა და საოჯახო საჭროებების ნაწარმის დამზადება დაიწყო.

ნონას დამზადებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდი გახლდათ, რადგან სოფელი ჩხაკაურა ტერიტორიულად  კურორტ ბახმაროსთან არის ახლოს, რომელიც გურიაში წამყვანი ტურისტული ზონაა და იქ მდებარე საოჯახო სასტუმროები, სწორედ ნონას მიერ დამზადებული პროდუქციის აქტიური მომხმარებლები არიან. 

მცირე სამკერვალო ნონამ საკუთარი სახსრებით გახსნა, შეიძინა მეორადი საკერავი მანქანა, თუმცა საქსოვი დაზგის შეძენაც სურდა, რათა სხვადასხვა სახის ქართული სუვენირები დაემზადებინა, რაც ტურისტებს ძალიან მოსწონთ და კარგადაც იყიდება.

„ჩემს მიერ დამზადებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდი იყო, მაგრამ იმის გამო რომ შესაბამისი ინვენტარის ნაკლებობას განვიცდიდი, ხშირ შემთხვევაში შეკვეთების მიღებაზე უარის თქმა მიწევდა. ჩემს ხელთ არსებული საკერავი მანქანით ნამდვილად ვერ ვასწრებდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სოწრედ ამ დროს მივიღე ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში IOM-ის საგრანტო პროგრამის შესახებ და ჩემს თანასოფლელთან, ნათელა ირემაძესთან ერთად ბიზნეს-პროექტი მოვამზადე. ჩვენი იდეა წარმატებული აღმოჩნდა და მოხარული ვარ, რომ IOM-ის დახმარებით უკვე მომეცა საშუალება გარზდილ მოთხოვნებს ვუპასუხო და მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქცია უპრობლემოდ და დროულად დავამზადო,“ თქვა ნონა ბერიძემ.

IOM-ის პროექტის „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“ ფარგლებში, ნონას და ნათელას 2,500 ლარის ღირებულების თანამედროვე დანადგარები გადაეცათ, ასევე ჩაუტარდათ ბიზნესის მართვისა და განხორციელების ტრენინგები, რომლის მეშვეობითაც პარტნიორებმა საკუთარი ბიზნესი სწორად დაგეგმეს და ამჟამად წარმატებით ახორციელებენ. 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), 2002-2023 წლებში, ახორციელებდა პროექტს „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“, რომელიც დაფინანსებული იყო მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

 

ფოტო: IOM საქართველო