-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
სემი და მისი რუსი მეუღლე ოლგა 2017 წელს საქართველოში ტურისტულად ჩამოვიდნენ და ქვეყანა ძალიან შეუყვარდათ. წყვილი საქართველომ გააოცა, როგორც უსაფრთხო ქვეყანამ, სადაც კრიმინალის დაბალი დონე და სტუმართმოყვარე ხალხია. სემის აზრით, საქართველოში ფასები ხელმისაწვდომია, მითუმეტეს, როდესაც აქ დუბლინიდან გადმოდიხარ.
საქართველოში თავის დამკვიდრება ენობრივი ბარიერის გამო ბევრ უცხოელს უჭირს, მაგრამ სემისთვის და ოლგასთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია პრობლემა არასოდეს ყოფილა, რადგან ისინი როგორც ინგლისურ, ისე რუსულ ენებზე საუბრობენ. ირლანდიის მოქალაქეებისთვის მოსახერხებელი სავიზო რეგულაციებისა და სხვა არაერთი ფაქტორის გარდა, რომელმაც წყვილს საქართველოში ცხოვრება გაუმარტივა, სემმა და ოლგამ საქართველოში გადმოსვლა იმის გამოც გადაწყვიტეს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია. სემის თქმით, საქართველოში დაფუძნებისას მისი მთავარი უპირატესობა რუსი მეუღლე იყო.
ბათუმში დასახლებამდე წყვილმა თბილისში ერთი წელი იცხოვრა, სადაც სემი ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. სემი და ოლგა საქართველოში ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ამავდროულად სხვა ქვეყანაში გადასვლისა და ახალი თავგადასავლის დაწყების შესაძლებლობასაც განიხილავდნენ. თუმცა, 2017 წელს ბათუმში ხანმოკლე სტუმრობამ, მათ არა ქვეყნის, არამედ ქალაქის შეცვლა გადააწყვეტინა. წყვილმა ბათუმში ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. სემი და ოლგა დღესდღეობით „Mary’s Irish Pub“-ს ფლობენ და მთელ დროსა და ენერგიას პაბზე ხარჯავენ, რადგან როგორც თავად ამბობენ, ეს მათი ცხოვრებაა. სემს ყველაზე მეტად ღამე პაბის დაკეტვა არ უყვარს, მაგრამ პერიოდულად ქვეყანაში არსებული COVIDრეგულაციებიდან გამომდინარე, სტუმრებს 23:00 საათზე ემშვიდობება - „საკმარისია, კორონა მოვიდა და სახლში წასვლის დროა“. სემი იმედოვნებს, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდება.
სემი, ოლგა და მათი ქუჩიდან აყვანილი ორი ძაღლი საქართველოში ბედნიერად ცხოვრობენ, მაგრამ სემის თქმით, ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხოვრება საქართველოში ასეთივე მხიარული არაა, რადგან ისინი რასისტულ, რელიგიურ და სექსუალურ დისკრიმინაციას განიცდიან.
სემი და ოლგა ფიქრობენ, რომ საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და სჯერათ, რომ მრავალფეროვნების მიმართ მეტი მიმღებლობის გამომჟღავნებით მეტ სარგებელს ნახავს: „შეიძლება სურვილები, გარეგნობა და შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავებული გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანები ერთნაირები ვართ.“
ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი