-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
დალიმ საბერძნეთში 14 წელი გაატარა. როგორც ბევრი სხვა საქართველოს მოქალაქის, მისი წასვლის მიზეზიც ფინანსური სირთულეები და სამი შვილის განათლებისთვის საჭირო თანხის შეგროვება იყო. ის საქართველოში 2019 წლის ნოემბერში დაბრუნდა. საბერძნეთში ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობა და ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. წასვლამდე სკოლაში შრომის მასწავლებლად მუშაობდა და კერვას ასწავლიდა. ეს უნარი საბერძნეთშიც გამოადგა - კერავდა საზაფხულო ტანსაცმელს. დაუღალავი შრომით დალიმ თავის მიწაზე ვენახი და თხილი გააშენა და სასურსათო მაღაზია გახსნა. თავი ასე-თუ-ისე ფინანსურად სტაბილურად რომ იგრძნო, 60 წლის ასაკში დალიმ საქართველოში დაბრუნება IOM-ის სარეინტეგრაციო პროგრამის დახმარებით გადაწყვიტა. სარეინტეგრაციო დახმარების ფარგლებში მან საკერავი მანქანა შეიძინა და კერვა დაიწყო. COVID-19-მა, როგორც ბევრი სხვა ადამიანის, ასევე დალის შემოსავალზეც იმოქმედა. თუმცა, ის ადვილად მოერგო არსებულ რეალობას და თეთრეულის და სამედიცინო ნიღბების კერვა დაიწყო. დალიმ ადგილობრივი კლინიკისგან შეკვეთაც მიიღო. მან უკვე დაამზადა 1000 სამედიცინო ნიღაბი და 50 შეკვრა თეთრეული. COVID-19-ის შემდეგაც დალი ცხოვრების გაგრძელებას საქართველოში გეგმავს. ის საბერძნეთს ალბათ ისევ ესტუმრება, მაგრამ ამჯერად იქ ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებას აპირებს.