-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
უსუფმა დუბაი უკეთესი სამსახურის იმედით დატოვა. ის 2011 წელს სამ მეგობართან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. როგორც აღმოჩნდა მისთვის ბათუმში შეპირებული სამსახური არ არსებობდა. ამის გამო ისინი ბათუმში აღარც წასულან და თბილისში ინდური რესტორანი გახსნეს, თუმცა ბიზნესმა არ გაამართლა. უსუფის მეგობრებმა ხელი ჩაიქნიეს ახალ მცდელობებზე, საქართველოდან გაემგზავნენ და უსუფი მარტო დარჩა.
მეგობრებისგან განხვავებით, უსუფმა საქართველოში დამკვიდრება გადაწყვიტა. მან ქართულის სწავლა დაიწყო და ქართველი მეგობრებიც შეიძინა. მოგვიანებით ახალი საქმიანობაც წამოიწყო - ბარი ინდოელი სტუდენტებისთვის. წინა წამოწყების მსგავსად ის კვლავ წააწყდა პრობლემებს - ამჯერად მეზობელთან, რომელიც მუდმივად უჩიოდა. თუმცა, უსუფი ყველა გამოწვევაში შესაძლებლობას ხედავს - ყოველთვის, როდესაც ბარში სიტუაციის შესამოწმებლად პოლიცია მიდიოდა, მათ ახლდათ მომხიბლველი ქართველი თარჯიმანი, რომელიც უსუფს შეუყვარდა. უსუფმა საქართველოში 5 ბედნიერი წელი გაატარა მის ქართველ ცოლთან, რომელიც ამჟამად ამერიკაში სამუშაოდ იმყოფება, და მათ პატარა ბიჭთან ერთად.
უსუფს ინდური რესტორანი აქვს თბილსში, რომელიც პანდემიის გამო დროებით დახურულია. ფინანსური პრობლემების მიუხედავად, ის მაინც ახერხებს შვილის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას და სურსათს სხვა ინდოელ მიგრანტებსაც უგზავნის. ივნისის თვიდან საქართველოს მთავრობამ უკვე მოხსნა გარკვეული შეზღუდვები რესტორნებისთვის, თუმცა უსუფი საქმიანობის გასაგრძელებლად ჯერ მზად არ არის. მას მოქმედი შეზღუდვების შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვს და შიშობს, რომ შეიძლება დააჯარიმონ.
კორონავირუსის პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისია. საფრთხე არც ადამიანებში და არც მიგრანტებში, არამედ თვითონ ვირუსშია. პანდემიას საზღვრები არ აქვს, ის თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, ეროვნების, ეთიკურობის, რელიგიის თუ რაიმე სხვა სტატუსის მიუხედავად.
მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე.
მიგრანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და უმეტესად წარმოდგენილნი არიან ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება, ვაჭრობა და კიდევ ბევრ სხვა სექტორში, რომელიც განსაკუთრებით დააზარალა პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. ამავდროულად COVID-19 თან ბრძოლაში მიგრანტები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ძალას ექიმების, ექთნების, მომვლელების და სხვა სახის დამხმარე პერსონალის სახით. საქტორები, სადაც მიგრანტები წარმოადგენენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაო ძალას, განიცდიან დიდ პრობლემებს წარმოებაში. მაგალითად ხეხილის დაკრეფა ვერ ესწრება და ლპება, რაც ზრდის კვების პროდუქტების წარმოების კრიზისის რისკებს გლობალურ დონეზე.
ზოგადად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრანტთა სოციალურ ინკლუზიას და ჩართულობას, შიშებისა და სირთულეების გადალახვისთვის ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.
პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამდე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ფოტოების ავტორი - ერიკ გურლანი
ინტერვიუს ავტორი - NGO მიგრაციის ცენტრი