პროფესიით ეკონომისტი ვარ და ახლა ფოთში საწყობის ცვლის უფროსად ვმუშაობ. 2015 წელს გერმანიაში წავედით მთელი ოჯახი: მე, მეუღლე და ორი შვილი. ჩემი მეუღლის ავადმყოფობა იყო მთავარი მიზეზი. 3 წელი გავჩერდით, ლტოლვილად ჩავბარდით. პირველი 21 დღე ბანაკში ვცხოვრობდით, მერე დროებით საცხოვრებელში გაგვანაწილეს, პირველი 6 თვე იყო ძალიან რთული, სანამ ავეწყობოდით, მერე ჩვენ ენის კურსებზე დავდიოდით, უფროსი ბიჭი სკოლაში შევიდა, გოგო - ბაღში.

დრეზდენის კლინიკაში რომ დავიწყეთ სიარული და ანალიზების ჩაბარება, რისკფაქტორი კი იყო, მაგრამ ახალი ანალიზებიდან გამომდინარე, ჩემს მეუღლეს ჩვეულებრივად შეეძლო ცხოვრების გაგრძელება, გვითხრეს, რომ უბრალოდ სჭირდება გამოკვლევაზე სიარული. ღვთის წყალობით, რომ არ დასჭირდა არაფერი, გადავწყვიტეთ, უკან წამოვსულიყავით, ჩვენს სახლში მაინც ვიქნებოდით."
 

ფოტო: დინა ოგანოვა