ათენში ჩასვლისთანავე დავიწყე მუშაობა ოჯახში, დამხმარედ. 10 წელი ამ ოჯახში გავატარე. თავიდან ენა არ ვიცოდი, მხოლოდ რაღაც სიტყვები და ძალიან სასაცილო იყო, როგორ ვაგებინებდით ერთმანეთს, მაგრამ მერე მალე ავლაპარაკდი. მთლიანობაში 17 წელიწადი ვიყავი და ერთადერთი, რაც ვთქვი წამოსვლისას, როგორ წავიდე აქედან ისე, რომ ლიკაბეტი და აკროპოლი არ ვნახო და გავისეირნე მანდ.

2018-ში რომ ჩამოვედი, IOM პროგრამის დახმარებით დავწერე ბიზნესგეგმა, რომ მინდოდა სათბურები და დამაფინანსეს. ჩვენი კიტრი გვაქვს, პომიდორიც, ჩემი შვილი უვლის ყველაფერს, მეც ვეხმარები შეძლებისდაგვარად.
 

ფოტო: დინა ოგანოვა