ემიგრაციაში 15 წელი ვიყავი. პროფესიით ექთანი ვარ, მაგრამ ამ განხრით არასდროს მიმუშავია. ბანკის ვალი გვქონდა ძალიან დიდი. ოჯახის გადასარჩენად არჩევანი მიგრაციში სამუშაოდ წასვლაზე შევაჩერე.

2003 წელს გავემგზავრე საბერძნეთში. ჩასვლიდან ზუსტად 6 დღეში ვიშოვე სამსახური და 11 წელი იმავე ოჯახში
ვიმუშავე. 2012 წელს პირველად ჩამოვედი და 4 წელი საქართველოში ვიყავი. მე რომ მეგონა, ოჯახს ვაშენებდი, თურმე თავზე მენგრეოდა ყველაფერი და ისევ ჩემი გასაკეთებელი გახდა.

შვილიშვილები მყავს უკვე და 2016-ში ისევ წავედი, მაგრამ უკვე ძალიან გამიჭირდა. ჩემი კუთხე მინდოდა, ყველაფერი მენატრებოდა და 2018-ში უკან ჩამოვედი. ჩამოტანილი ფულით და IOM-ის პროგრამის საშუალებით შევიძინე წიწილები. დიდი ფერმა გვაქვს, ქათმებს ვზრდით და ვყიდით, მაგრამ კიდევ გვინდა გაფართოება. მე მინდა სოფელში, ჩემს სახლში ყოფნა, არ შემიძლია მის გარეშე.
 

ფოტო: დინა ოგანოვა