9 წლის განმავლობაში მე და ჩემს მეუღლეს არ გვყავდა შვილი. ყველაფერი ვცადეთ, რაც კი საქართველოში იყო შესაძლებელი. შემდეგ გვირჩიეს, რომ გერმანიაში წავსულიყავით გამოკვლევაზე. სასწაული მოხდა, იქ ჩასვლისთანავე დავფეხმძიმდი და გიოც ძალიან მალე გაგვიჩნდა. გერმანიაში ლტოლვილად ჩავბარდით და თითქმის 4 წელი იქ ვიცხოვრეთ, მეუღლე მუშაობდა, მე კი დიასახლისი ვიყავი.

ოთხი წლის მერე ჩვენი ნებით წამოვედით. IOM-ის დახმარება ჩვენი სახლის რემონტს მოვახმარეთ, თუმცა ჯერ მაინც ვერ გადმოვდივართ აქ საცხოვრებლად, რადგან გვჭირდება დრო, რომ ავეჯის შეძენა შევძლოთ. ეს ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. პროფესიით მხატვარი ვარ, გაფორმება და დიზაინი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მალევე დავოჯახდი და ვეღარ მივხედე ჩემს კარიერას. ახლა ბავშვი მყავს პატარა, 3 წლის და ვარ დიასახლისი, მაგრამ ძალიან მინდა სამსახურის დაწყება.
 

ფოტო: დინა ოგანოვა