ოჯახის საერთო საჭიროებისათვის ჩემს მეუღლეს ვალი დაედო და ამიტომ, 2004 წელს, გადავწყვიტე, რომ საბერძნეთში წავსულიყავი, რათა მემუშავა და ვალი გაგვესტუმრებინა. დაგროვებით ვერაფერი დავაგროვე, რასაც ვშოულობდი ყველაფერს სახლში ვაგზავნიდი.

იმის მიუხედავად, რომ ძალიან გამიმართლა და საბერძნეთში ძალიან თბილ ადამიანებთან მოვხვდი, მაინც მინდოდა ჩემს ოჯახთან ყოფნა. თან უკვე იმასაც ვფიქრობდი, რომ ჩამოვალ, რამე ელემენტარული საარსებო ხომ გვჭირდება და ბიზნესგეგმა დავწერე. მე რომ წავედი წყალტუბოდან, რომელიც ყოველთვის მიმზიდველი ადგილი იყო ტურისტებისთვის თავისი წყლის გამო, ყველაფერი გაჩერებული იყო. გავიგე, რომ ისევ ამუშავდა ტურიზმი, გადავწყვიტე, სახლში მქონდა ერთი ზედმეტი ოთახი და ის მომიწესრიგებინა დამსვენებლებისთვის, რემონტიც გავაკეთე, მაგრამ ტექნიკა არ მქონდა და ამით მიგრაცაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ძალიან დამეხმარა. შემიძინა სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და რაც მჭირდებოდა. ბევრი დამსვენებელი კი არ გვყავს, მაგრამ, იმედია, რამე იქნება.

 

ფოტო: დინა ოგანოვა