სანამ ირლანდიაში წავიდოდი, პატარა სამშენებლო კომპანია მქონდა, მაგრამ კომპანიაში დაიწყო პრობლემები და დიდი ვალი დამედო, რომელსაც ვერ ვიხდიდი. გადავწყვიტე წავსულიყავი, მემუშავა და ყველაფერი გამესტუმრებინა. ბანაკში ვცხოვრობდით თავიდან, მაგრამ მერე გადანაწილება რომ მოხდა, აღმოვჩნდი ფსიქიატრიულში - ასე გადაანაწილეს. ეს იყო საშინელება! იქ ნამდვილად ვერ გავუძელი.

მთლიანობაში 9 თვე ვიყავი წასული. პირველი, რაც გავაკეთე, რომ ჩამოვედი, ოჯახს ჩავეხუტე, მერე IOM-ის პროგრამის საშუალებით კურდღლის ბიზნესი წამოვიწყე და მინდა, ამას მივყვე. პირველ ეტაპზე, რაღაც შეცდომებიც კი დავუშვი, მაგრამ თან ვისწავლე კიდეც, მინდა, რომ ეს საქმე გავაგრძელო. პატარა მიწა მაქვს, აქ ბოსტნეულს ვერ მოვიყვან.
 

ფოტო: დინა ოგანოვა