-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
"სკოლა ფარცხანაყანებში დავამთავრე, მერე ქუთაისში გადმოვედი საცხოვრებლად და ეკონომისტად ვმუშაობდი ბანკში 40 წელი. იქიდან რომ წამოვედი, ფული საერთოდ არ მქონდა, უხელფასოდ ვიყავი, პენსიამდე ჯერ კიდევ მქონდა დარჩენილი დრო და გადავწყვიტე, საბერძნეთში წავსულიყავი, თან შვილებსაც დავხმარებოდი.
2006 წელს საბერძნეთში წავედი და 12 წელი იქ გავატარე. მიმართლებდა, სულ კარგ ოჯახებში ვხვდებოდი. 2018-ში ჩამოვედი, დასვენების დღე საერთოდ არ მქონია. ემიგრაციაში ყოფნისას თვეში ერთხელ თუ გავყვებოდი ავტობუსს, რომ ოჯახისთვის ფული გამომეგზავნა და იმავე ავტობუსით სამუშაოზე ვბრუნდებოდი.
ახლა კი შინ ვარ და ქუთაისის ცენტრში ოჯახის წევრებთან ერთად კაფეც გვაქვს - სანაყინე. ნაყინის აპარატი, როგორც დაბრუნებულ მიგრანტს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შემიძინა. 7 ადამიანი უკვე გვყავს დასაქმებული და კიდევ ვფიქრობთ გაფართოებაზე; ვაფლს ჩემით, სახლში ვამზადებ და მომაქვს ყოველ დილით, თან სამზარეულოშიც მიყვარს ტრიალი.
ეს ადგილი ქალაქის ცხოვრებას თავის ნიშანს ამჩნევს. იმიტომ, რომ ასეთი კაფე ქუთაისში არც ისე ბევრია. სულ სხვადასხვა ასაკის ადამიანები დადიან. მგონია, რომ კმაყოფილები არიან, რაც ძალიან მახარებს.
ასევე, ქუთაისში უკვე ცნობილი პიცაც გვაქვს, მაგრამ დამატება გვინდა კიდევ რაღაცების. ვნახოთ, როგორ გამოგვივა."
ფოტო: დინა ოგანოვა