მხოლოდ სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტი არა, სამწუხაროდ. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ არის გვიანი, უბრალოდ ბავშვი მყავს პატარა და თან ვმუშაობ, ამიტომ ცოტა რთულია. ორსულად რომ ვიყავი, მე და ჩემი მეუღლე საბერძნეთში წავედით. ბიძაშვილი მყავს იქ და დაგვპირდა სამსახურს, მაგრამ ჩემმა ქმარმა ვერ იმუშავა. ძალიან რთული პირობები იყო, ისეთი არა, თავიდან რასაც გვპირდებოდნენ. შვიდი თვის ორსული ვიყავი, საქართველოში რომ დავბრუნდით. IOM-ის პროგრამის საშუალებით სარეცხის მანქანიდან დაწყებული, ბავშვის საფენებით დამთავრებული, ბავშვს ყველაფერი შევუძინეთ. ეს ძალიან დიდი დახმარება იყო, თან საბუთებიც არ გაგვიფუჭდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან მინდა სამომავლოდ ჩემს მეგობართან ერთად პატარა ბიზნესი დავიწყო, ქალაქში უამრავი ტურისტია და
პატარა კაფე რომ გვქონდეს, ალბათ შევძლებდით მის ამუშავებას.
 

ფოტო: დინა ოგანოვა