პარიზში 4 წელი ვიცხოვრეთ, შემდეგ გადავწყვიტეთ გერმანიაში წასვლა და იქ ლტოლვილად ჩაბარება, უკეთესი პირობები არისო, ყველა ამას გვეუბნებოდა. თუმცა იქ ცხოვრება საშინლად მახსენდება. სამი სხვადასხვა ეროვნების ოჯახი ერთად ვცხოვრობდით საერთო საცხოვრებელში, სადაც ძალიან პატარა სივრცე იყო. 6 თვეა, რაც მე და გაბრიელი საქართველოში ჩამოვედით, ჩემი მეუღლე იქ დარჩა. ამ ეტაპზე წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, მეუღლეს სანახავად ჩავალ, რა თქმა უნდა, მაგრამ ცხოვრება აქ მინდა. IOM-ის დახმარებით საყოფაცხოვრებო ნივთები შევიძინეთ სახლისთვის. ძალიან დიდი დახმარება იყო ეს ჩემი ოჯახისთვის, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ცარიელ კედლებში შემოვედი და ახლა, რაც საჭიროა, ყველაფერი გვაქვს.
 

ფოტო: დინა ოგანოვა