-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
მე და ჩემი მეღლე არ წავსულვართ რაღაც ქონების შესაძენად ან ვალების გასასტუმრებლად. ორი შვილი გვყავს გარდაცვლილი და, როდესაც თბილისში მითხრეს, რომ შვილი ვეღარ მეყოლებოდა, გადავწყვიტეთ, რომ თანხა დაგვეგროვებინა და ერთი ბავშვი გვეშვილებინა, ეს იყო ჩვენი მიზანი და ამის გამო წავედით. ღმერთის წყალობით, 8 წლის შემდეგ , საბერძნეთში ჩვენი საკუთარი შვილი გაგვიჩნდა. ეს ისეთი სასწაული იყო, ვერასდროს შევძლებ სიტყვებით გადმოცემას. თუმცა, ამის შემდეგ, მეუღლეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები; ჩამოვედით, რომ თბილისში ოპერაცია გაგვეკეთებინა. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, კვლავ წავიდა და ახლა იქ, ქარხანაში მუშაობს ოფიციალურად, თანაც მეორე, მიმტანის სამსახურსაც ითავსებს. მე და ბავშვმაც ჩავაკითხეთ, მაგრამ შვილი ვეღარ შეეგუა იქაურ გარემოს, არაფერი მოსწონდა, ბაღში არ უნდოდა სიარული. 4 წლის ასაკში გამოვუშვი საქართველოში ჩემი ოჯახის წევრებთან და ახლა, როცა მეც დავბრუნდი, აღარ მსურს შვილთან დაშორება და გაუცხოება, მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივა შეიძლება იქ უკეთესი გვქონდეს.
ახლა IOM -ის მხარდაჭერით სათბური მაქვს საკუთარ სოფელში და სიძესთან ერთად ვუვლი მას. ამ ეტაპზე ქინძი მაქვს; თუ გაამართლა, მინდა მერე გავფართოვდე და მეორე სათბურიც გავაკეთო და იქ ბულგარული მოვიყვანო.
ფოტო: დინა ოგანოვა