ჩემი მეუღლე მსოფლიო ჩემპიონია კრივში, მაგრამ სამსახური არ ჰქონდა და ამიტომ წავედით. 2016 წელს მთელი ოჯახი ვიყავით წასული გერმანიაში, უმცროსი შვილიც იქ შეგვეძინა. ჩემი მეუღლე მსოფლიო ჩემპიონია კრივში, მაგრამ სამსახური არ ჰქონდა და ამიტომ წავედით. გვეგონა, რადგან აქტიური სპორტსმენი იყო, იქ უკეთესი პირობები იქნებოდა, უფრო მეტი მიღწევები ექნებოდა, მაგრამ არ იყო ასე, ზუსტად 2 წლის თავზე უკან დავბრუნდით.

აქაც ორივენი უმუშევრები ვართ და, ფაქტობრივად, მამამთილის კისერზე ვართ, რომელიც ქორეოგრაფია და ავარჯიშებს ბავშვებს. სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩემი მეორე პროფესიითაც, ექთანი ვარ ან, თუნდაც, რამე ბიზნესს დავიწყებდი,მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვხედავ ამ ქალაქში, საქართველოში კი, მაგრამ ფოთი მივიწყებული ქალაქია.
 

ფოტო: დინა ოგანოვა