პროფესიით პედაგოგი ვარ - ფიზკულტურის მასწავლებელი, თუმცა არასდროს მიმუშავია ჩემი სპეციალობით. ამჟამად დისტრიბუციაში ვმუშაობ და ჩემი ყავის აპარატიც მაქვს, რომელიც ახლახანს შევიძინე IOM-ის პროგრამის საშუალებით, იმედია, გაამართლებს. საზღვარგარეთ წასვლამდე უმუშევარი ვიყავი, ამიტომ ჯერ ინგლისში მქონდა გადაწყვეტილი წასვლა, მაგრამ მერე ირლანდია მირჩიეს და 8 თვე იქ გავატარე. ლტოლვილად ჩავბარდი, მაგრამ ოჯახის მონატრებას ვერ გავუძელი და წამოვედი.

სადმე წასვლაზეც ნამდვილად აღარ მიფიქრია, რაღაც გეგმები მაქვს ჩემი, პირადი დისტრიბუციის ბიზნესთან დაკავშირებით.
 

ფოტო: დინა ოგანოვა