2004-ში წავედი და 7 წელი ვიყავი საბერძნეთში. სულ 4 ოჯახში ვმუშაობდი, მაგრამ, პარალელურად, ალბათ 10 ოჯახში მაინც დავდიოდი დასალაგებლად. მხოლოდ ერთი კვირა დღე გვქონდა დასვენების, მე ეგ დღე ორად გავყავი და ორ ოჯახში დავდიოდი და ვალაგებდი. უკვე ერთი წელია, რაც ჩამოვედი. მინდოდა, რომ წვრილმანების მაღაზია გამეხსნა აქ, სოფელში, სასოფლო-სამეურნეო. ცოტა მოშორებით ვართ ქალაქიდან. არადა, დიდი სოფელია და წვრილმანებზე ბევრს არ შეუძლია რომ ქალაქში წავიდეს. ძალიან მინდოდა ამის გაკეთება და IOM-ის დახმარებით შევძელი კიდევაც. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ფართი სხვისია და ქირაში ბევრის გადახდა მიწევს, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება.

ეს მაღაზია ძალიან მნიშვნელოვანი გახდა უკვე ჩვენი სოფლისთვის, სულ რაღაც გჭირდება სახლისთვის და შორს სიარული აღარ უწევთ.
 

ფოტო: დინა ოგანოვა