-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ქვრივი ვარ და ერთი შვილი მყავს, 14 წლის, ამიტომ გადავწყვიტე საბერძნეთში წასვლა. 2018 წელს ჯერ მოწვევით ვიყავი და მერე გადავწყვიტე სამუშაოდ დავრჩენილიყავი, მაგრამ მხოლოდ 4 თვით. “ფიროსმანი“ ერქვა რესტორანს, სადაც ვმუშაობდი მომღერლად, მაგრამ ჩამოსვლა ძალიან მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილიც ჩემ გვერდით იყო და დედაც საბერძნეთში მყავდა, მაინც საქართველოში დაბრუნება და ცხოვრება მინდოდა. ათენი პატარა საქართველოა, ფაქტობრივად, ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათი დახმარებით გავიგე ამ პროგრამის შესახებ, შემდეგ ბიზნესგეგმაც შევადგინე, რამაც წინ წამწია. IOM პროგრამის საშუალებით ჩემი აპარატურა შევიძინე, რამაც სამუშაოს პოვნა გამიადვილა.
სამწუხაროდ, ჩემი პროფესია საერთოდ არ არის საქართველოში დაფასებული, მაგრამ მაინც მირჩევნია ჩემს სამშობლოში ვიყო, ვიდრე სადღაც შორს. ახლა ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობ თბილისში და ვგეგმავ ჩემი სიმღერების ჩაწერას, ამ შემართებით ვცხოვრობ.
ფოტო: დინა ოგანოვა