-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
2007 წელს წავედი საბერძნეთში და 12 წელი იქ ვიყავი. ძალიან რთულად წავედი, გახსენებაც კი არ მინდა. თურქეთამდე ავტობუსით ჩავედით. უსაბუთოები სულ 9 ადამიანი ვიყავით, მერე ჩამოვედით ერთ გაჩერებაზე და იქ რამდენიმე ადამიანი დაგხვდა, წაგვიყვანეს რაღაც დანგრეულ სახლში, დაღამებამდე იქ ვიყავით, მერე ტყე-ტყე
ვიარეთ, რაღაც პატარა ბილიკი მიდიოდა. საბერძნეთს და თურქეთს რაღაც პატარა მდინარე ყოფს, ჩაგვსვეს ნავებში და გადაგვიყვანეს. მე გამიმართლა, ჩვენმა ნავმა კი დაიწყო დაძირვა, მაგრამ უკვე ნაპირთან ვიყავით და გადმოვედით, სანამ წყლით აივსებოდა. აი, ჩვენ უკან ვინც მოდიოდნენ, ჩაიძირნენ,მერე კიდევ ვიღაცის სახლში შეგვიყვანეს, საღამოს მანქანებში გადაგვანაწილეს და გაგვიყვანეს ცენტრალურ გზაზე, რომელზეც ავტობუსი უნდა გამოსულიყო. ავტობუსი რომ გამოჩნდა, გაჩერდა, უცებ შეგვსვეს საბარგულში, აი, სადაც ნივთები გადააქვთ. 12 საათი ვიმგზავრეთ ასე და ერთი ქალი გაგვეგუდა გზაში, მაგრამ, აბა, რა უნდა გვექნა, ხმასაც კი ვერ ვიღებდით.
ფოტო: დინა ოგანოვა