2008 წელს საბერძნეთში რომ წავედი, მეგონა მხოლოდ 3 წლით. მსურდა, რომ ჩემი შვილები ფეხზე დამეყენებინა, უმაღლესი განათლება მიმეცა, მე თვითონ საშუალო განათლება მაქვს და მათთვის უკეთესი მომავალი მინდოდა. მეგონა, უკან მალე ჩამოვიდოდი, მაგრამ მთელი 10 წელი მომიხდა იქ გაჩერება. პირველი ეტაპი იყო განსაკუთრებით მძიმე, როდესაც უნდა შეეგუო რაღაცეებს. ძალიან მძიმე სამსახური მქონდა და იმის გახსენებაც კი არ მინდა, გადაპარვით როგორ აღმოვჩნდი იქ. შარშან 2018 წელს ჩამოვედი და IOM0-ის პროგრამის დახმარებით შევიძინე ორი ძროხა, კიდევ ორი ხბო მყავს, ყველს ვაკეთებ და ვყიდი, ხანდახან რძეს, მაწონსაც. შვილები თბილისში ცხოვრობენ. მე და ჩემი მეუღლე, რომელიც ყველაფერში მეხმარება, ვართ პენსიონერები და გვყოფნის საარსებოდ, რაც გვაქვს.

ფოტო: დინა ოგანოვა