უახლესი ამბები
Local

11 ქვეყნის სისხლის სამართლის სამართალწარმოების სფეროს ქალი პროფესიონელები საქართველოში

11 ქვეყნის სისხლის სამართლის სამართალწარმოების სფეროს ქალი პროფესიონელები საქართველოში

3-6 მარტო 2020

IOM საქართველომ თბილისში მე-9 ყოველწლიურ რეგიონულ კონფერენციას "ქალები პოლიციაში" უმასპინძლა. 2012 წლიდან ღონისძიება ტარდება თბილისში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ყოველ წელს კონფერენცია იმართება მარტის დასაწყისში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. კონფერენციის მიზანია სისხლის სამართლის სამართალწარმოების სფეროში მოქმედი ქალი პროფესიონალების გაძლიერება, შთაგონება და ცოდნის გაღრმავება მეტი წარმატების მისაღწევად.

წელს კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 260-მდე ქალმა პოლიციელმა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის 11 ქვეყნიდან. კონფერენცია იძლევა ქალი პოლიციელებისთვის და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებში მოქმედი ქალებისთვის კარიერული წინსვლისთვის საჭირო ნაბიჯების განხილვის უნიკალურ შესაძლებლობას. კონფერენციის ფარგლებში ხდება იმ შესაძლებლობების განხილვაც, რომლებიც უზრუნველყოფს ქალების მონაწილეობას როგორც პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე პოლიტიკურ დონეზე. საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით "ქალების როლი სიმშვიდის და უსაფრთხოების სფეროში და ის უნარები, რომლითაც ისინი ამდიდრებენ სამართალდამცავ სფეროს, გაეროს 1325 რეზოლუციის ნაწილია. ამ რეზოლუციით მსოფლიო აღიარებს, რომ სიმშვიდის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევა მეტად მდგრადია, როდესაც ქალები თანასწორად მონაწილეობენ ძალადობრივი კონფლიქტის მოგვარებაში, დახმარების და აღდგენის და ხანგრძლივი სიმშვიდის უზრუნველყოფის პროცესებში. მნიშვნელოვანია, რომ ქალები მონაწილეობდნენ და იცავდნენ სიმშვიდის მართვის და შენარჩუნების პროცესებს." კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელმაც გენდერულ თანასწორობაზე და საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების პრიორიტეტულობაზე ისაუბრა. 

2020 წლის 3 – 6 მარტს  სისხლის სამართლის სამართალწარმოების სფეროში მოქმედი ქალი პროფესიონალები მონაწილეობას მიიღებენ დინამიურ კურსებში, რომლებსაც აშშ-ის და კანადის სამართალდამცავი სფეროს მოწინავე ოფიცრები წარუძღვებიან. კურსების თემები მრავალფეროვანია და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ძალის გამოყენება განსჯის საფუძველზე და ლიდერობა რთულ დროს. კონფერენციის გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა IOM-ის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დროებითმა გენერალურმა დირექტორმა დაიან ეფშტინმა, რომელმაც ხაზი გაუსვა სტაბილურობის, კონფლიქტის პრევენციის და მდგრადი და ინკლუზიური განვითარების უზრუნველსაყოფად ქართა თანასწორი მონაწილეობის მნიშვნელობას: "გენდერული თანასწორობა უკეთესი სამყაროს წინაპირობაა. ყოველწლიური კონფერენცია იძლევა სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალი პოლიციელების ერთად შეკრების შესანიშნავ შესაძლებლობას. ისინი ქმნიან პროფესიონალური კავშირების ქსელს, რომლის მიზანია უსაფრთხოების, სიმშვიდის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიდგომებში გენდერის გათვალისწინება - ამ ქსელის მიზანია ქალების მხარდაჭერა".

ამ ფოტოში: IOM-ის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დროებითი გენერალური დირექტორი დაიან ეფშტინი; IOM-ის იმიგრაციის და  საზღვრის მართვის სპეციალისტი ლივია სტიპ-რეკოვსკა; IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაც