-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
18 დეკემბერი - მიგრანტთა საერთაშორისო დღე
18 დეკემბერი მიგრანტთა საერთაშორისო დღეა. მიგრანტთა უფლებების დასაცავად და მოწესრიგებული მიგრაციის მხარდასაჭერად IOM მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად მუშაობს.
COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე. მან სერიოზულად შეზღუდა ჩვენი მობილობა სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა ასპექტით. განსაკუთრებით დაზარალდნენ მიგრანტები და ის ადამიანები, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან. მილიონობით მათგანი შემოსავლისა და თავშესაფრის გარეშე დარჩა. COVID-19-ით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო კი მათ ვერ შეძლეს სახლებში დაბრუნება.
მიგრანტთა საერთაშორისო დღეს IOM საქართველოში ქსენოფობიასთან ბრძოლისა და მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ღია ცის ქვეშ მოწყობილი „COVID-19 მიგრაციის სახეები“ გამოფენით აღნიშნავს. გამოფენა მოიცავს მიგრანტებისა და მათი ოჯახების ფოტოისტორიებს და ხაზს უსვამს მიგრაციის დადებით ასპექტებს. საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ისტორიები IOM-მა სამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „უფლებები საქართველო“, „მიგრაციის ცენტრი“ და „მწვანე კავკასია“ - თანამშრომლობით შეაგროვა. ამასთან, COVID-19-ის დროს სამშობლოში დაბრუნებისა და საკუთარი ისტორიების გაზიარების სურვილი გამოთქვეს იმ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ქვეყანაში IOM-ის დახმარებით დაბრუნდნენ და სარეინტეგრაციო დახმარებაც მიიღეს.
გამოფენა 18 დეკემბერს ვაკის პარკის ზედა შესასვლელში მოეწყო და ფოტოებზე გამოსახული მიგრანტთა ისტორიების გაცნობის მსურველებს მისი დათვალიერება 2 კვირის განმავლობაში შეეძლებათ. აქტივობა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ფოტოების ავტორი: ერიკ გურლანი
მეტი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ანა კაკუშაძე, პროგრამების ადგილობრივი ოფიცერი / მედია და კომუნიკაცია
akakushadze@iom.int 599 14 94 29