-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ადგილობრივ დონეზე მიგრაციის მართვის ინდიკატორების შეფასების შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
13 ივნისს, სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“ ადგილობრივი მიგრაციის მართვის ინდიკატორების (LMGI) ირგვლივ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიგრაციული პროფილის შექმნისათვის ჩატარებული მოკვლევის, პირველადი შედეგების განხილვა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს, LMGI პროცესის ძირითადი მიგნებების გაცნობა, წინასწარ შემუშავებული კითხვების საშუალებით, დამატებითი ინფორმაციის შეგროვება, ასევე მთავრობის პრიორიტეტებსა და ჩართულობაზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრაში, საერთაშორისო კონსულტანტი მაქაელა ვანორე, თბილისის მერიის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
2023 წლიდან, თბილისის მერია ჩართულია ადგილობრივ დონეზე მიგრაციის მართვის ინდიკატორების შეფასების პროცესში, რათა შეიმუშავოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიგრაციის მართვის პროფილი.
მიგრაციის მართვის ინდიკატორები ერთობლივად შემუშავებულ იქნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და გამოცემა “Economist Impact” (EI)-ის მიერ, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი, რათა წევრი ქვეყნებისათვის ეჩვენებინათ, თუ როგორ მუშაობს კარგად მართული მიგრაციული პოლიტიკა პრაქტიკაში. აღნიშნული ინსტრუმეტი ეხმარება სახელმწიფოებს განსაზღვრონ საკუთარი მიგრაციული პოლიტიკა და ასევე გამოავლინონ ის ხარვეზები და სფეროები, რომელთაც გაძლიერების კუთხითაც აქვთ სამუშაო.
2018 წლიდან, საერთო ჯამში, ადგილობრივ დონეზე მიგრაციის მართვის ინდიკატორების შეფასების პორცესში, 51 ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთო.