-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ქართული დიასპორის ჩართულობით
2021 წლის 12 ნოემბერს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -„ საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა „ - ფარგლებში უმასპინძლა ტრენინგს - ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ქართული დიასპორის ჩართულობით. ტრენინგი ჩატარდა შერეული ფორმატით და მასში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენლება, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.
მუხრან გულაღაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მონაწილეებს მისასალმებელი სიტვით მიმართა და მიმოიხილა დიასპორის ჩართულობის ხელშემწყობი სტრატეგიები და პოლიტიკა საქართველოში.
ტრენინგს უძღვებოდნენ მიქაელა ვანორე, მიგრაციისა და განვითარების თემატიკის სპეციალისტი და მარტინ რასელი, Global Diaspora Insights Limited-ის დამფუძნებელი. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი თემატიკა:
- დიასპორასთან კომუნიკაცია: კავშირების შექმნა და შენარჩუნება
- დიასპორის ჩართულობით განვითარებისთვის კაპიტალის დაგროვება
- დიასპორის ინტერესების დაკავშირება შესაძლებლობებთან
პანელური დისკუსიისას, მომხსენებლებმა კოსოვოდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან მონაწილეებს გაუზიარეს დიასპორასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფის წარმატებული მაგალითები, ასევე ისაუბრეს, ძირითად გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებაზე.