უახლესი ამბები
Local

ბელგიის დელეგაცია ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარებსა და კოლეგებს შეხვდა

17-20 მაიის IOM საქართველომ ბელგიის მონიტორინგის მისიას - დონორი ორგანიზაციის "თავშესაფრის მაძიებელთა ფედერალური სააგენტოს" (FEDASIL) და IOM-ის თანამშრომლებს უმასპინძლა. დელეგაციის წევრები თბილისსა და დასავლეთ საქართველოში ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარებსა და კოლეგებს შეხვდნენ.

შეხვედრებისას მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და მიღებული გამოცდილება განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტით დასაქმების კონსულტაციებსა და დაბრუნებული მიგრანტების განთავსებაზე.

IOM-ის ბელგიისა და საქართველოს ოფისები დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროექტების ირგვლივ 2007 წლიდან თანამშრომლობენ. ბელგიის ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის (AVRR) პროგრამის ეგიდით, IOM ბელგია მუდმივად აწარმოებს სადამკვირვებლო მისიებს.

ასეთი მისიების მიზანი იმის დადგენაა, თუ რამდენად გამოსადეგია სარეინტეგრაციო დახმარება და რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოში დაბრუნებულთა მხარდაჭერა საზოგადოებაში ხელახლა ინტეგრაციისათვის. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს, არსებობის შემთხვევაში, ხარვეზების გამოაშკარავებას და პროგრამის გაფართოების გზების პოვნას.

სადამკვირვებლო მისიების დამსახურებით, AVRR-ის ბელგიელი კონსულტანტებს ექმნებათ კონკრეტული წარმოდგენა სარეინტეგრაციო დახმარების გავლენაზე და სწავლობენ ქართულ გარემოს, მომავალში პოტენციური ქართველი ბენეფიციარების დასახმარებლად.