-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით IOM-მა ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირებს 10,000 პირბადე გადასცა
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით IOM-მა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს 10,000 პირბადე გადასცა. პირბადეები IOM-ის მხარდაჭერით დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის, ასოციაცია იმედის ბენეფიციარებმა დაამზადეს.
პირბადეების შეკერვაზე რვა იძულებით გადაადგილებულმა ქალმა იმუშავა. მასალა ორგანიზაციას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) მიაწოდა. დარიგებაში კი IOM-თან ერთად წითელი ჯვარი მონაწილეობდა. IOM-მა პირბადეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში - ანაკლიაში, ორსანტიაში, კოკში, შამგონაში და რუხში - მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს და სოფლის ამბულატორიებს და ადმინისტრაციულ ერთეულებს დაურიგა.პირბადეები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში განთავსებულ დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მოხდა. 2000 პირბადე ორგანიზაციის სამშვიდობო კლუბის წევრის დახმარებით ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასაც გადაეცემა.
ზუგდიდში 14,371 სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. მათი უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და მათი ძირითადი შემოსავალი სოციალური სააგენტოს მიერ გაცემული ფინანსური დახმარებაა.