უახლესი ამბები
Local

"COVID-19 & მიგრაციის სახეები" - IOM-მა ბათუმში ფოტო გამოფენა მოაწყო

"COVID-19 & მიგრაციის სახეები" - IOM-მა ბათუმში ფოტო გამოფენა მოაწყო
IOM საქართველომ ბათუმში ფოტოგამოფენა "COVID-19 მიგრაციის სახეები" მოაწყო, რომელიც ასახავს მიგრანტებისა და მათი ოჯახების ისტორიებსა და იმედებს პანდემიის პერიოდში. ეს ამბები შეგვახსენებს, რომ პანდემიას არ აქვს საზღვრები - ის გავლენას ახდენს ადამიანებზე მათი ეროვნების, ეთნიკური ნიშნის, რელიგიისა და სტატუსის მიუხედავად. COVID-19 არ განასხვავებს მათ და ეს არც ჩვენ უნდა ვქნათ.
 
14 მაისს მოწყობილი გამოფენა მიგრანტებისა და მათი ოჯახების ფოტოისტორიებს მოიცავს და ხაზს უსვამს მიგრაციის დადებით ასპექტებს და მასზე ასახული ისტორიების გაცნობა მსურველებს ბათუმის ბულვარში, "ზაფხულის თეატრის" წინ, 8 ივნისამდე შეუძლიათ.
 
საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ისტორიები IOM-მა სამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „უფლებები საქართველო“, „მიგრაციის ცენტრი“ და „მწვანე კავკასია“ - თანამშრომლობით შეაგროვა. ამასთან, COVID-19-ის დროს სამშობლოში დაბრუნებისა და საკუთარი ისტორიების გაზიარების სურვილი გამოთქვეს საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ქვეყანაში IOM-ის დახმარებით დაბრუნდნენ და სარეინტეგრაციო დახმარებაც მიიღეს.  
 
აქტივობა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, IOM-ის EMERGE პროექტის ფარგლებში ხორციელდება.