-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
"COVID-19 & მიგრაციის სახეები" - IOM-მა ქუთაისში ფოტო გამოფენა მოაწყო
IOM საქართველომ ქუთაისში ფოტოგამოფენა "COVID-19 მიგრაციის სახეები" მოაწყო, რომელიც ასახავს მიგრანტებისა და მათი ოჯახების ისტორიებსა და იმედებს პანდემიის პერიოდში. ეს ამბები შეგვახსენებს, რომ პანდემიას არ აქვს საზღვრები - ის გავლენას ახდენს ადამიანებზე მათი ეროვნების, ეთნიკური ნიშნის, რელიგიისა და სტატუსის მიუხედავად. COVID-19 არ განასხვავებს მათ და ეს არც ჩვენ უნდა ვქნათ.
14 მაისს მოწყობილი გამოფენა მიგრანტებისა და მათი ოჯახების ფოტოისტორიებს მოიცავს და ხაზს უსვამს მიგრაციის დადებით ასპექტებს და მასზე ასახული ისტორიების გაცნობა მსურველებს ქუთაისის ცენტრალურ პარკში 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ, მაისის ბოლოდან კი გამოფენას ბათუმი უმასპინძლებს.
საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ისტორიები IOM-მა სამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „უფლებები საქართველო“, „მიგრაციის ცენტრი“ და „მწვანე კავკასია“ - თანამშრომლობით შეაგროვა. ამასთან, COVID-19-ის დროს სამშობლოში დაბრუნებისა და საკუთარი ისტორიების გაზიარების სურვილი გამოთქვეს საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ქვეყანაში IOM-ის დახმარებით დაბრუნდნენ და სარეინტეგრაციო დახმარებაც მიიღეს.
აქტივობა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, IOM-ის EMERGE პროექტის ფარგლებში ხორციელდება.