-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ევროკავშირი და IOM ხელს უწყობენ ქართველი მესაზღვრე-კონტროლიორების შესაძლებლობების გაძლიერებას
მიმდინარე წლის, 24-28 ივლისს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორებისთვის, საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში გამგზავრების წინა შემოწმების შესახებ ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში - სამივე საერთაშორისო აეროპორტის, ისევე როგორც სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის თანამშრომლების გადამზადების მიზნით გაიმართა. IOM-ის მიერ მოწვეულმა ფრანგმა ექსპერტმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა საფრანგეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეების სასაზღვრო შემოწმებების და გასაუბრების წარმოების თვალსაზრისით.
ტრენინგ-სესიები ითვალისწინებდა ქართველი მესაზღვრე-კონტროლიორებისთვის უკანონო მიგრაციის ტენდენციების შესახებ ფრანგული პერსპექტივის წარმოჩენას, რომელიც გააუმჯობესებს ევროკავშირში მიმავალი საქართველოს მოქალაქეების შემოწმებას. სესიები ფოკუსირდებოდა პრაქტიკულ ასპექტებზე, გასაუბრების საკითხებზე და იმ დამხმარე დოკუმენტაციაზე, რომელსაც ფრანგი მესაზღვრეები ითხოვენ აეროპორტში ჩასული მგზავრებისგან. აქტივობა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში უკანონო მიგრაციის და თავშესაფრის სისტემის ბოროტად გამოყენების პრევენციას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულებას.
აქტივობა ორგანიზებულია საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან კოორდინაციით და ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)“ პროექტის ფარგლებში, რომელიც 2022 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების ხელშეწყობას მიგრაციის და საზღვრის მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად.