-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ევროკავშირი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობენ სასაზღვრო შემოწმებების გაძლიერებას საქართველოში
მიმდინარე წლის 30 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის რადიო კომუნიკაციის აღჭურვილობის და დოკუმენტების შემოწმების უახლესი მოწყობილობების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის გადაცემული თანამედროვე დოკუმენტის შემოწმების მოწყობილობები საქართველოს სამ სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, მათ შორის - სარფში, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში განთავსდება, რომლებიც ხელს შეუწყობს მეორად ინსპექტირებაზე გადაყვანილი მგზავრების დოკუმენტაციის მაღალკვალიფიციურად გადამოწმებას.
“ჩვენ ძალიან მოხარული ვართ გაგიწიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული დახმარება და გადმოგცეთ ისეთი აღჭურვილობა, რომელიც დაეხმარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელდობრ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სათანადოდ დაიცვას ქვეყნის საზღვარი,“ განაცხადა მიგრაციის საერთაშო რისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.
გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა 150 რადიო კომუნიკაციის მოწყობილობის კომპლექტი, რომლებიც დაეხმარება საზღვარზე მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ეფექტიან კოორდინაციაში.
პროექტს სახელწოდებით „საზღვრის ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი არის პროექტის ერთ-ერთი საკვანძო ბენეფიციარი, რომლისთვისაც ხორციელდება როგორც ტრენინგები, ისე გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებისკენ.
აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 8,2 მილიონ ევროს შედაგენს და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესაბამისად.