უახლესი ამბები
Local

ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საზღვრისპირა მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში

ევროკავშირის მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიამ საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)” და “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)” ფარგლებში, 70 000 ევროს დახმარება განახორციელა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია განავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს ელექტრონული სწავლების კუთხით და გააძლიერებს კომუნიკაციას საზოგადოებასთან და საზღვრისპირა მოსახლეობასთან.

შეძენილ აღჭურვილობას შორისაა პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპი, ვიდეოკამერა და დრონი, რაც სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს სათანადო ხარისხის საკომუნიკაციო მასალების წარმოებას საზოგადოებასა და საზღვრისპირა მოსახლეობასთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. IOM-მა ასევე შეიძინა კოშკზე მცოცავთა აღჭურვილობა, რომელსაც შესაბამისად მომზადებული სპეციალისტები გამოიყენებენ სახმელეთო საზღვრების გასწვრივ დამონტაჟებულ ანძებზე რადიოკავშირის სისტემების მეთვალყურეობისთვის.

14 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის სათაო ოფისში აღნიშნული აღჭურვილობის პრეზენტაცია მოაწყო. ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მაოდგილე - კატალინ გერმანი და IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ.

პროექტის “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)” ფარგლებში სასაზღვრო პოლიციამ აგრეთვე მიიღო 60 ერთეული სრულად აღჭურვილ პერსონალური კომპიუტერი, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი სერვერებითა და უწყვეტი კვების წყაროთი (UPS). კომპიუტერები სასაზღვრო სექტორებზე განთავსდება დამათი მეშვეობით მესაზღვრეები ონლაინ ტრენინგებზე დასწრებასა და სხვადასხვა საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, 2022 წელს პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდება სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებული სასწავლო მოდულები.