უახლესი ამბები
Local

ევროკავშირის მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა

29-30 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი სკოლის (HSOJ) წყალტუბოს ფილიალში მიგრაციის საკითხებზე ტრენერეთა ტრენინგი ჩატარდა. ექვსმა მოსამართლემ ახალციხის, ბათუმისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებიდან განიხილეს საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოდექსის მიგრაციასთან დაკავშირებული ასპექტები. თეორიული პრეზენტაციები და პრაქტიკული შემთხვევის შესწავლა ფოკუსირებული იყო ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა და საზღვრის უკანონო გადაკვეთა. ასევე, ეფექტური სასამართლო პრაქტიკა ადმინისტრაციულ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის ქვეყანაში კანონიერი სტატუსის გარეშე მყოფ უცხოელთა დაკავება, მათი გაძევება, ბინადრობის ნებართვების უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრების განხილვა და მიგრაციის მართვასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები.

აღნიშნული აქტივობა  IOM-ის ფართო ჩართულობის ნაწილია საქართველოს სასამართლო სისტემაში მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალიზებული ცოდნის ჩამოყალიბების მიზნით. ტრენინიგის მიზანია სასამართლო სისტემაში სპეციალისტთა ჯგუფის შექმნა, რომლებიც ჩაერთვებიან ზემოაღნიშნული ტიპის სასამართლო სხდომების მართვაში. IOM-ის ამ პროცესში ჩართულობის საბოლოო შედეგი იქნება საგანმანათლებლო მოდული იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის, რომელიც ჩაეშვება სკოლის სასწავლო გეგმაში.

ტრენინგი IOM-ის ორგანიზებით პროექტის „საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაში (BMMAG)” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

სრულად:https://www.hsoj.ge/geo/media_center/news/1666-2022-10-31-tot-migraciastan-dakavshirebuli