უახლესი ამბები
Local

ევროკავშირმა და IOM-მა საქართველოს შემოსავლების სამსახურს რადიო კომუნიკაციის აღჭურვილობა და სამხრე კამერები გადასცეს

რადიო კომუნიკაციის მოწყობილობები გააძლიერებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ოპერაციულ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის მიმოცვლას სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე.

თბილისი, 22 წლის 14 ივლისი - საქართველოს შემოსავლების სამსახურმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და ევროკავშირმა რადიო კომუნიკაციის აღჭურვილობისა და სამხრე კამერების გადაცემის ცერემონიას თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უმასპინძლეს.

ღონისძიებას შემოსავლების სამსახურის დირექტორის მოადგილე - ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი - ზურაბ სიჭინავა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - სამსონ ურიდია დაესწრნენ.  ცერემონიას ევროკავშირის დელეგაციის სახელით მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის გუნდის ხელმძღვანელი - კოლომბ დე მერსი დაესწრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სახელით კი - საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და საზღვრის მართვის პროგრამების უფროსი მენეჯერი - მასიმო რამანზინი.

გადაცემული აღჭურვილობის შესახებ

შემოსავლების სამსახურისთვის ოფიციალურად გადაცემული აღჭურვილობა 80 ერთეული Motorola DP1400 VHF რადიოსგან, 320 თავსებადი ყურსასმენისგან და  60 კომპლექტი X3H1 სამხრე კამერისგან შედგება, რომელთა საერთო ღირებულება 100 000 ლარია (33 000 ევრო).

რადიო კომუნიკაციის მოწყობილობები გააძლიერებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ოპერაციულ შესაძლებლებობს და უზრუნველყოფს ინფორმაციის მიმოცვლას სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე. ამავდროულად, სამხრე კამერები საბაჟოს ოფიცრებს დაეხმარება მტკიცებულებების ჯაჭვის შენარჩუნებაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და შემოწმებული ტვირთისა და ბარგის შესახებ დავის შემთხვევაში ოფიციალური პირების დაცვაში. საერთო ჯამში, ეს აქტივობა დაეხმარება შემოსავლების სამსახურს ხელი შეუწყოს ადამიანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილებას საქართველოს საზღვრებზე.

პროექტის შესახებ

პროექტს „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG): საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრისა და მიგრაციის შესაძლებლობების მეტად გასაძლიერებლად“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრის და მიგრაციის უფრო ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად.  აღნიშნული პროექტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას,  ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად. ამავე პროექტის ფარგლებში,  დაგეგმილია შესყიდვებისა და შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობები,  შემოსავლების სამსახურისა და სხვა სამთავრობო უწყებების სასარგებლოდ მომდევნო  1.5 წლის განმავლობაში.