-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ევროკავშირმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის საიზოლაციო სივრცეების მოწყობა დააფინანსა
სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი საიზოლაციო სივრცეები (სულ 70,000 ევროს/250,000 ლარის ღირებულებით) კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს მგზავრების უსაფრთხოების და საერთაშორისო ჯანდაცვის წესების დაცვის კუთხით.
სასაზღვრო გამტარ პუნქტზე - სადახლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და ევროკავშირმა, მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოწყობილი 4 საიზოლაციო სივრცე (სადახლო, სარფი, წითელი ხიდი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი) ფორმალურად გახსნეს. 4-ივე სივრცე ასევე აღიჭურვა აუცილებელი სამედიცინო ინვენტარით, როგორიცაა პაციენტის შესამოწმებელი მაგიდა, სამედიცინო კარადა და ა.შ. აქტივობა განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" (SBMMG) ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მნიშვნელოვანი პროგრამის ნაწილს, რომელიც ხორციელდება IOM-ის მიერ მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში. აღნიშნულ მხარდაჭერას ასევე მოყვება მნიშვნელოვანი შესყიდვები და სასწავლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად.
.