-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს პასპორტის წამკითხველი მოწყობილობები გადასცა
2021 წლის 11 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს 63 ცალი ARH Osmond R პასპორტის წამკითხველი გადასცა. ეს უახლესი ტექნიკური საშუალებები განთავსდება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე და ხელს შეუწყობს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებას და სამგზავრო დოკუმენტების ვერიფიკაციის გაძლიერებას. მოწყობილობები ავტომატურად კითხულობენ და ინახავენ მგზავრის მონაცემებს. მათ შესაძლებლობა აქვთ დაასკანერონ პასპორტის მონაცემების გვერდი და ასევე გააჩნიათ ელექტრონული ჩიპების წამკითხველი. 80,000 ევროს (300,000 ლარის) ღირებულების აღჭურვილობა კიდევ უფრო გააძლიერებს სასაზღვრო უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მნიშვნელოვანი პროგრამის ნაწილს, რომელიც ხორციელდება IOM-ის მიერ მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში. აღნიშნული მხარდაჭერა არის იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების და სასწავლო აქტივობების გაგრძელება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად.
.