-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ევროპის დღე 2023
6 მაისს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით და ორგანიზებით გაიმართა.
მასშტაბური ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობები იყო წარმოდგენილი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა „ევროპულ სოფელში“ მოსულ სტუმრებს საკუთარი კულტურა და ტრადიციები გააცნეს, მათ შორის, სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენები. ევროკავშირის პარტნიორებმა საქართველოში, მათ შორის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, განხორციელებული პროექტების შედეგები წარადგინეს და იმ სარგებელზე ისაუბრეს, რომელსაც ამ პროექტების დახმარებით მოქალაქეები იღებენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცის სტენდთან მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ ინტერაქტიულ თამაშებსა და ვიქტორინებში.
ევროპის დღე, ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით 9 მაისს აღინიშნება, კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ კი, ამ ტიპის მასშტაბური ღონისძიება თბილისში პირველად გაიმართა.
მეტი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3NHAGhQ