უახლესი ამბები
Local

გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში და IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი საბერძნეთიდან დაბრუნებულ მიგრანტს შეხვდნენ

2003 წლის შემდეგ, IOM-ის დახმარებით სამშობლოში მსოფლიოს 32 ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს 18 163 მოქალაქე დაბრუნდა, რომელთა უმრავლესობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და შვეიცარიაზე მოდის. 5 500 შემთხვევაში (7 085 ადამიანი) დაბრუნებულებმა მინიმუმ ერთი ტიპის დაბრუნების შემდგომი დახმარება მიიღეს. მათგან 2 196 შემთხვევა (2 420) ადამიანი საბერძნეთიდან დაბრუნების მსურველებზე მოდის.

სამცხე-ჯავახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში - საბინე მახლი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და გაეროს გუნდის სხვა წევრები საბერძნეთიდან დაბრუნებულ ლიანა ჭანკვეტაძეს შეხვდნენ. ლიანა საქართველოში IOM-ის დახმარებით დაბრუნდა და სასაქონლე მეურნეობა განაახლა. მან სამეწარმეო უნარების შესახებ ტრენინგი გაიარა და ფულადი დახმარება მიიღო, რათა სტაბილური შემოსავლის წყარო ჰქონოდა.

იხილეთ ლიანას ისტორია: https://bit.ly/3A6jITz