-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
განცხადება უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ: IOM-ის გენერალური დირექტორი ანტონიო ვიტორინო
ჟენევა - უკიდურესად შეშფოთებულები ვართ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ესკალაციისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო.
ვიმეორებთ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის მოწოდებას საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის და მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ.
უკრაინაში რვაწლიანმა კონფლიქტმა გამოიწვია 1,4 მილიონზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილება, რომლებიც ახლა ყოველდღიური საჭიროებების მისაღებად დახმარების იმედად არიან. ეს ესკალაცია მხოლოდ გააღრმავებს ჰუმანიტარულ საჭიროებებს და გაართულებს მილიონობით ოჯახის განსაცდელს.
IOM, გაეროსთან და ჰუმანიტარულ საზოგადოებასთან ერთად, მოწადინებულია დარჩეს და გაუწიოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინელ ხალხს და მზადაა, უპასუხოს ქვეყანაში და რეგიონში წარმოშობილ ჰუმანიტარულ საჭიროებებს მთავრობებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.
განვაგრძობთ ნეიტრალურად და მიუკერძოებლად მოქმედებას და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება.