-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM აგრძელებს სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლების ანალიტიკური უნარების გაძლიერებას ევროკავშირის მხარდაჭერით
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ანალიტიკოსებისთვის საზღვრის რისკების ანალიზის თემაზე ხუთდღიანი ტრენერთა ტრენინგი (ToT) წარმატებით ჩაატარა. სესიები, რომელიც გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის“ (BMMAG) ფარგლებში, აგრძელებს IOM-ის მრავალწლიან ძალისხმევას, გააძლიეროს საქართველოს საზღვრის რისკების ანალიზის შესაძლებლობები, რაც ხელს უწყობს ეფექტიან საზღვრის მართვას.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ქართველი ანალიტიკოსების უნარების გაძლიერებას სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების მოპოვების, დამუშავების და ინტერპრეტაციის კუთხით, ევროკავშირის საერთო ინტეგრირებული რისკების ანალიზის მოდელის (CIRAM) შესაბამისად. ეს აქტივობა ასევე დაეხმარება შიდაუწყებრივ კოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლას, უკანანო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ასპექტში.
ტრეინინგის კურსს, რომელსაც ესტონეთიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი უძღვებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტისა და აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხუთდღიანი პროგრამის განმავლობაში, მონაწილეებმა განიხილეს რეალური სცენარები და შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები სხვადასხვა მონაცემთა წყაროების, კონკრეტული ანალიტიკური ხელსაწყოებისა და ტექნიკების გამოყენებით.
IOM გეგმავს გააგრძელოს აღნიშნული ინიციატივა და ადგილობრივი ტრენერების დახმარებით, იგივე თემატიკის კურსები რეგიონული დანაყოფების წარმომადგენლებისთვის ჩაატაროს. ტრენერები, რომლებმაც ტრენერთა ტრენინგის კურსი წარმატებულად გაიარეს, მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, უფრო ფართო აუდიტორიისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.