უახლესი ამბები
Global

IOM-ის ახალი პროექტი ბულგარეთში შრომითი მიგრაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად

2022 წლის 28 იანვარს IOM საქართველომ გამართა პროექტის - „ცნობიერების ამაღლება ბულგარეთში შრომითი მიგრაციის შესახებ“, გახსნითი ღონისძიება.

პროექტი ერთობლივად ხორციელდება IOM ბულგარეთის, IOM საქართველოს, IOM სომხეთისა და IOM მოლდოვას მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბულგარეთში უსაფრთხო და უკეთესად მართულ შრომით მობილობას.

პროექტი მოიცავს ბულგარეთში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს, სომხეთისა და მოლდავეთის მოქალაქეები გაეცნობიან ბულგარეთის შრომის ბაზრის კონტექსტს და  პოტენციურ მიგრანტ მუშაკებს, შრომითი მიგრაციის პერსპექტივებზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისა და რეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდის 2014-2020 წლების  ბულგარეთის ეროვნული პროგრამის ფარგლებში.